საქართველოს ბანკი "ქარავანი ორბელიანზე"-ს გენერალური პარტნიორია
საქართველო, თბილისი - 16:12 | 13.06.2022 ნანახია: 608
საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ურბანული პროექტის, "ქარავანი ორბელიანზეს" გენერალური პარტნიორია. გემრიელი ფუდმარკეტი; სახალისო საბავშვო ზონა და სხვა მრავალი გასართობით 11-12 ივნისს "ქარავანმა ორბელიანზე" სტუმრებს ზაფხულის საინტერესო დღე შესთავაზა.
"ქარავანი უკვე მე-4 წელია აერთიანებს მრავალფუნქციურ ღია და დახურულ სივრცეებს, თბილისის ცენტრში - ორბელიანის მოედანზე. ქარავანი ქმნის უნიკალურ გამოცდილებას და ერთიანებს ადამიანებს - მომხმარებლებს და ბიზნეს სუბიექტებს, რათა დაუკავშირდნენ ერთმანეთს და ამ კავშირიდან სასიამოვნო და სასარგებლო გამოცდილება მიიღონ. ქარავანი აერთიანებს 4 ძირითად მიმართულებას. ესაა: სამეწარმეო ბაზარი; შემეცნებითი, საბავშვო და გასართობი პროგრამები. 11-12 ივნისს ჩვენთან მოსულ სტუმრებს მხიარული დღე მოვუწყვეთ. სტუმრების განწყობაზე 11 ივნისს მიშო ურუშაძემ, 12 ივნისს კი დიჯეი DIASSAMIDZE-მ იზრუნეს. აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ქარავანის პირველი უიქენდი უკრაინის მხარდასაჭერი ღონისძიებით გაიხსნა და 12 ივნისს, სპეციალურად უკრაინელი ბავშვებისთვის, ფსიქოთერაპიის ცენტრ „კამარას“ უკრაინელი თანამშრომელმა მათთვის არტ თერაპიის ვორკშოპი ჩაატარა",- განაცხადა თინათინ ხაფავამ, "ქარავანის" წარმომადგენელმა.
„2022 წლის ზაფხულში ქარავანის გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკი ბიზნესი. Made in Georgia-ს კამპანიის ფარგლებში ვაგრძელებთ ქართული ბიზნესების მხარდაჭერას. მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, 11 ივნისიდან მოყოლებული, 2 თვის განმავლობაში, ყოველ უქმეებზე მივცეთ შესაძლებლობა ბიზნესებს, კიდევ უკეთ გააცნონ საკუთარი პროდუქცია მომხმარებელს, მოიზიდონ ახალი მყიდველები, გაზარდონ გაყიდვები. გვინდა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქართველი მეწარმეები და დავარწმუნოთ ისინი, რომ მთავარია დაიჯერონ საკუთარი იდეის, არ გაჩერდენენ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ახალი მასშტაბური კამპანია, „Made in Georgia“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. ვრცლად კამპანიის და შეთავაზებების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3wvubo3
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















