ასეთი პოლიტიკით, იმ გზით, რა გზაზეც ვდგავართ ჩვენ, სულ მცირე ვწირავთ ქართველების კიდევ ერთ თაობას - დავით უსუფაშვილი
საქართველო, თბილისი - 19:32 | 25.05.2022 ნანახია: 563
საჭიროა, დაუყოვნებლივ დავანებოთ თავი რაღაცებს, არ ვიცი, ხან პატარკაცობებს, ხან ასეთ რაღაც კაცობებს, თუ შეიძლება, სახელმწიფო კაცებად და ქალებად ორი კვირა ვიცხოვროთ, - განაცხადა პარტია „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, უსუფაშვილის თქმით, დღეს, იმ სახელმწიფოებრიობის პირობებში, სადაც ვიმყოფებით, სადაც უამრავი რამ ხდება, 30 წლის შემდეგ ხელახლა დაიწყო რეგიონული და ტერიტორიული გადანაწილებები მსოფლიოში, შანსები გაჩნდა.
„იაფფასიანი პროპაგანდა, რომ „ომის პარტიები“ ვართ და „ლელოს“ ომი უნდა, უსუფაშვილი ომის პარტიის ის ყოფილა…გააგრძელეთ, პოლიტიკურად ამაზე უკეთესი რა უნდა გამიკეთოთ, მაგრამ ეს არის მთავარი? დღეს, იმ სახელმწიფოებრიობის პირობებში, სადაც ვართ, სადაც უამრავი რამ ხდება, 30 წლის შემდეგ ხელახლა დაიწყო რეგიონული და ტერიტორიული გადანაწილებები მსოფლიოში, გავლენის სფეროები, შანსები გაჩნდა, რა არის საჭირო? საჭიროა, დაუყოვნებლივ დავანებოთ თავი რაღაცებს, არ ვიცი, ხან პატარკაცობებს, ხან ასეთ რაღაც კაცობებს, თუ შეიძლება, სახელმწიფო კაცებად და ქალებად ორი კვირა ვიცხოვროთ.
მიშელის შეთანხმების გარშემო კვლავ შეკრებას იმიტომ გთავაზობთ, რომ ეს უკვე მოხდა. ერთი წლის წინ, სამი თვე დახარჯა ამაზე ევროპამაც და ჩვენ თვითონაც. ეს არის დოკუმენტი, რომელზეც ევროპაც შეთანხმებულია და თანახმაა, ჩვენც ყველა შეთანხმებული ვიყავით. რა წერია იქ? საკონსტიტუციო ცვლილებები ბოლომდე უნდა მივიყვანოთო, მივიყვანოთ. ერთად ვუთხრათ იმ ხალხს, რომ მომავლის საქართველოს შენებაში ჩვენ ერთად ვართ, გავაგრძელებთ დებატებს, მაგრამ ამაში ერთად ვართ. ახლა, დღეს ვინ ვის მეტ პრეტენზიას წაუყენებს, ამით მოხდება საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა? მაგრამ, მინდა, ახლა ქართველ ხალხს მივმართო, დაისვენეთ, ბატონო ბიძინა, ვიცი, რომ ისედაც გადაღლილი ხართ ხოლმე რაღაცებით, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, არსებობს პოლიტიკური შეცდომები, მაგრამ არსებობს შემდეგ უპატიებელი ქმედებები. ნუ ჩავიდენთ ისეთ რამეს, რაც შემდეგ უპატიებელი გახდება. ამას საჯაროდ არ უნდა გეუბნებოდეთ? ხო, ალბათ, არა, მაგრამ ბოლოს, წელიწადნახევრის წინ მოგმართეთ, რომ შეიძლება, ჩემი ბოლო საჯარო გამოსვლაა-თქო. მე გადავრჩი და გადავრჩები, საქართველოც გადარჩება და ყველა გადავრჩებით ამ ქვეყანაში, ვერ დავღუპავთ, ვერ მოვახერხებთ ამას, მაგრამ ასეთი პოლიტიკით, იმ გზით, რა გზაზეც ვდგავართ ჩვენ, სულ მცირე ვწირავთ ქართველების კიდევ ერთ თაობას, რომ იცხოვროს უსამართლობაში, ტანჯვაში, უსიხარულობაში, დაზაფრულობაში და ამ ყველაფრის ყურებაში, რაშიც ახლა ვართ. გადავდგათ ნაბიჯი, ეს შესაძლებელია, ეს უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















