საუბარია არა ულტიმატუმზე, არამედ ჯანსაღ ურთიერთობებზე, რომ ერთ ხელისუფლებას მეორე ხელისუფლების მიერ კრიმინალებად აღიარებული პირები არ ჰყავდეს - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 14:26 | 12.04.2022 ნანახია: 724
არავითარ ულტიმატუმზე არ არის საუბარი, უბრალოდ, როდესაც საუბარია ხელისუფლებებს შორის ჯანსაღ ურთიერთობებზე, ასეთ დროს პრინციპულია, რომ ერთ ხელისუფლებას მეორე ხელისუფლების მიერ კრიმინალებად აღიარებული პირები არ ჰყავდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე ოპოზიციის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კრიმინალი ვინ არის, ყველამ კარგად იცის.
„აქედანაც ჩანს როგორი „ფეიკები“ არიან ეს ადამიანები, სამი ადამიანის გათავისუფლებაზე იყო საუბარი იმისთვის, რომ ხელისუფლებებს შორის იყოს სუფთა ურთიერთობები, ამათ თქვეს მეოთხე – არახამია, ეს არის ტყუილი. არახამიაზე მე ვთქვი, რომ შუამავალია, მაგრამ რაც შეეხება გათავისუფლებას, როცა გათავისუფლებაზე იყო საუბარი, საუბარი იყო კრიმინალებზე. კრიმინალები ვინ არიან ვიცით, ეს არის სააკაშვილი – უმძიმესი კრიმინალი. ადეიშვილი, ასევე უმძიმესი კრიმინალი და ლორთქიფანიძე, ასევე უმძიმესი კრიმინალი, რომლებსაც უმძიმეს დანაშაულებში აქვთ მიღებული მონაწილეობა და არა მარტო მონაწილეობა, ისინი ლიდერები იყვნენ დანაშაულებრივი რეჟიმის. შესაბამისად, საუბარი იყო კრიმინალების გათავისუფლებაზე, მათ მაინც და მაინც აარჩიეს არახამია, ვისზეც არ იყო საუბარი, აქედან ჩანს მათი „ფეიკ“ ბუნება. აქ არავითარ ულტიმატუმზე არ არის საუბარი, უბრალოდ, როდესაც საუბარია ხელისუფლებებს შორის ჯანსაღ ურთიერთობებზე, ასეთ დროს პრინციპულია, რომ ერთ ხელისუფლებას მეორე ხელისუფლების მიერ კრიმინალებად აღიარებული პირები არ ჰყავდეს. თქვენ წარმოიდგინეთ, იანუკოვიჩი რომ იყოს ჩვენთან რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ეს რა თქმა უნდა, გააფუჭებდა ურთიერთობას უკრაინას და საქართველოს შორის“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამ თემაზეა საუბარი და მთავარი თემა არის უკრაინის ხელისუფლებაში კრიმინალების ყოფნა, რადგან მისი თქმით, ეს არის ყველა პრობლემის წყარო.
„სწორედ ამ კრიმინალების ხელისუფლებაში ყოფნის შედეგია ელჩის გაწვევა. რაც გვაქვს ალოგიკური ნაბიჯი, ერთადერთი ლოგიკური ახსნა ამ ყველაფრის არის ის, რომ ქართველი კრიმინალები არიან უკრაინის ხელისუფლებაში. ასევე ცრუ ბრალდება კონტრაბანდასთან დაკავშირებით. ეზ ცრუ ბრალდებაც არ იქნებოდა გაჟღერებული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ არა ეს ქართველი კრიმინალები უკრაინის ხელისუფლებაში. სამივე თემა არის მარტივი: ქართველი კრიმინალები არ უნდა იყვნენ უკრაინის ხელისუფლებაში, ეს არის პირველ რიგში უკრაინის ხელისუფლების ინტერესებში, სწორედ იმის გამო, რომ გაჯანსაღდეს ვითარება, მათ შორის ომის თვალსაზრისითაც, ომი რომ არის უკრაინაში და ასეთი მძიმე მდგომარეობა და ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებენ სააკაშვილი, ლორთქიფანიძე, ადეიშვილი და სხვები თავიანთი ნაბიჯებით საქართველოს მიმართ, სწორედ ამიტომ არის საჭირო მათი გათავისუფლება. უკრაინას მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია სჭირდება ყველა ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოსთან, რომელიც არის ძალიან მოწყვლადი და ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთის მიმართ. ასეთ დროს უკრაინის ლოგიკურ ინტერესებშია, უკრაინას ჰქონდეს სუფთა ურთიერთობა ყოველგვარი ელჩების გაწვევის გარეშე და ალოგიკური ნაბიჯების გარეშე, ასეთ დროს უკრაინას ურევს ვითარებას რამდენიმე კრიმინალი – სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე. ამ კრიმინალების გათავისუფლება უკრაინის ხელისუფლებისგან იმის ჭრილშიც არის მნიშვნელოვანი უკრაინისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















