დიახ, საქართველოში ომია, რადგან ებრძვიან და ცდილობენ გაანადგურონ ნებისმიერი ქართველი, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს - კახა ოქრიაშვილი ხელისუფლებაზე
საქართველო, თბილისი - 16:18 | 29.03.2022 ნანახია: 612
კობახიძე-ივანიშვილის ლოგიკას თუ გავაგრძელებთ, ხვალ რუსეთი ისევ მოგვადგება და გვეტყვის, დამოუკიდებლები არ უნდა იყოთო,- აცხადებს „პროგრესი და თავისუფლებნის“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.
მისი თქმით, ნებისმიერი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა, დაიცვას ქვეყანა და უზრუნველყოს მშვიდობა. ეს ამოცანა მიიღწევა შემდეგით: „1. საზოგადოების სრული კონსოლიდაცია. 2. ძლიერი ეკონომიკის შენება. 3. ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობების მშენებლობა. ამ სამი პუნქტიდან რომელი შეასრულა არალეგიტიმურმა „ქართულმა ოცნებამ“?!“
"კობახიძე-ივანიშვილის განცხადებით, (რადგან ბატონი კობახიძე ბატონი ივანიშვილის გამხმოვანებელია და სხვა არაფერი!) მას მერე, რაც საქართველო დსთ-ში არ შევიდა, მეორე დღეს დაიწყო სამოქალაქო ომი. დსთ-ში შესვლა იგივეა, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის, ანუ დამოუკიდებლობის დათმობა. რაც შეეხება სამოქალაქო ომს, ის რუსეთის ინსპირირებულია. სამოქალაქო ომი წამოიწყეს ეროვნებით ქართველმა რუსეთის აგენტებმა, რუსეთის დაკვეთით. სამწუხაროდ, კანონიერად არჩეული ხელისუფლება სუსტი აღმოჩნდა და ვერ გასწია სათანადო წინააღმდეგობა.
კობახიძე-ივანიშვილის ლოგიკას თუ გავყვებით, როცა საქართველომ 1918 წელს დამოუკიდებლობა აღიდგინა, მალევე, 1921 წელს, რუსეთის წითელ არმიას წინ ისევ მოღალატე ქართველები შემოუძღვნენ და თურმე, ჩვენ არ უნდა გვეომა! ამ ლოგიკის შედეგად, ქართველებს არ უნდა ებრძოლათ კოჯორში და არც არავინ დაიღუპებოდა, არც ქვეყნის სუვერენიტეტი გვექნებოდა და არც სიამაყე. თუ ჩვენს მდიდარ ისტორიას გადავხედავთ, ჩვენი ხალხის წინამძღოლები, მეფეები, მუდმივად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ამიტომაც ვარსებობთ დღემდე და თავს ვიწონებთ, როგორც ამაყი, მებრძოლი, დამოუკიდებლობისმოყვარე ერი.
კობახიძე-ივანიშვილის ლოგიკას თუ გავაგრძელებთ, ხვალ რუსეთი ისევ მოგვადგება და გვეტყვის, დამოუკიდებლები არ უნდა იყოთო. ეს უკვე არაერთხელ გააჟღერა რუსეთის პრეზიდენტმა, რომ იმპერიაში ლენინის ნაციონალური თვითგამორკვევის რეფორმა შეცდომა იყო და არარუსული რეგიონები გუბერნიებად უნდა დარჩენილიყვნენ. ხვალ, მტერი რომ მოგვადგეს და გვითხრას, ერთიანი საქართველოი კი არა, თბილისის და ქუთაისის გუბერნიები ხართ და მმართველად ვორონცოვს, პასკევიჩს ან კობახიძეს დაგინიშნავთო, „ოცნება“ ხელს დიდი სიამოვნებით მოაწერს და ამას არც მალავენ საკუთარ გამონათქვამებში.
რა არის დასკვნა - ჩვენ გვყავს მოღალატე მთვარობა! თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, როგორ შემოგვაპარეს პარლამენტში გავრილოვი, როცა რუსეთს უკვე ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%, ნათელია, რომ ხელისუფლებაში მოღალატეები გვყავს! ამ პატარა მოღალატეობრივ ჯგუფს, სამწუხაროდ, ემსახურება უამრავი ადამიანი, რომელიც გაერთიანებულია „ქართულ ოცნება“-ში.
მეტიც - „ოცნების“ ლიდერები თავს იწონებენ, რომ 2012 წლიდან საქართველოში ომი არ ყოფილა და ვითომ, მათ გადაარჩინეს ქვეყანა. სინამდვილეში, 2018 წლის შემდეგ, ისინი აყალბებენ არჩევნებს, რაც ომზე უარესია! დიახაც, საქართველოში ომია, რადგან ისინი ებრძვიან და ცდილობენ გაანადგურონ ნებისმიერი ქართველი, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. ბოლო 10 წლის განმავლობაში, მათ მილიონამდე ქართველი აიძულეს, ლტოლვილის სახით გასულიყო საქართველოდან, რაც არცერთი ომის პერიოდში არ მომხდარა. „ქართული ოცნება“ რუსეთის საამებლად ებრძვის საკუთარ ხალხს და ასაღებენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას ებრძვიან !
დღეს საუბრობენ, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია და დაპირისპირება პიკს აღწევს. ეს ნიშნავს იმას, რომ დაპირისპირებული მხარეები მზად არიან, ხელში იარაღი აიღონ და სამოქალაქო დაპირისპირება გააჩაღონ. ვინ არის პასუხისმგებელი ამ პოლარიზაციაზე?! „ოცნების“ ხელისუფლება და ბიძინ- კობახიძეები!
ხშირად ამბობენ, რომ „ოცნება“ პრორუსულია. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ პროევროპულები არიან, ვიღაცების თქმით კი - პროქართულები. სინამდვილეში, ისინი უბრალოდ ბიუჯეტის ქურდები არიან და ქურდობის პრივილეგიას პროევროპულ სივრცეში, ევროპული ღირებულებებით, ვერ შეინარჩუნებენ. როცა ხელისუფლება ქურდავს და აუბედურებს საკუთარ მოსახლეობას, ის პროქართული ვერ იქნება. ამიტომ გამოდის, რომ „ოცნება“ პრორუსულია, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სივრცეში აქვს შესაძლებლობა, იქურდოს და გაატყაოს საკუთარი მოსახლეობა“, - ამბობს ოქრიაშვილი.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















