საკონსტიტუციო სასამართლო გიორგი ტატიშვილის (მაცაცო) მიერ შეტანილ სარჩელზე ინფორმაციას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 15:14 | 09.02.2016 ნანახია: 3082
საკონსტიტუციო სასამართლო ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლის გიორგი ტატიშვილის („მაცაცო“) მიერ შეტანილ სარჩელზე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე მხარე მოითხოვს, ძალადაკარგულად იქნას ცნობილი სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც განმარტებულია, რომ „ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა“.
როგორც ტატიშვილი სარჩელში განმარტავს, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი დასაშვებია, რადგან იგი აკმაყოფილებს "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონით და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს.
„კერძოდ, არსებობს აშკარა მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის 36-ე მუხლს შორის, რადგან სადავო ნორმებით იზღუდება ადამიანის უფლება, თავად აირჩიოს მისთვის სასურველი გენდერული იდენტობის მატარებელი წყვილი (მეუღლე) და მოახდინოს მასთან ქორწინების აქტის რეგისტრაცია როგორც შემდგომი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა (მაგალითად მემკვიდრეობა და ა.შ.).
ამასთანავე, ლგბტ პირებს არსებული ნორმის მოქმედების ფარგლებში ეკრძალებათ, აირჩიონ მათი გენდერული იდენტობის (ანუ მამაკაცი-მამაკაცი, ქალი-ქალი) მქონე წყვილი და შექმნან ოჯახი“, - აღნიშნულია სარჩელში.
ამასთანავე, როგორც სარჩელშია განმარტებული, დღეის მდგომარეობით, არსებული კანონის რეგულაცია უხეშად ლახავს ადამიანის პირადი ცხოვრების ქონის უფლებას რისი ერთ ერთი შემადგენელი ნაწილი არის ოჯახის შექმნა.
სარჩელში მოსარჩელე ქორწინებასა და ოჯახურ თანაცხოვრებაზე საუბრობს.
„სარჩელში წარმოდგენილი საკითხები მთლიანად არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, რადგან იგი ეხება საკანონმდებლო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციასთან მიმართებით. აღნიშნული საკითხის შემოწმება კი საკონსტიტუციო სასამართლოს პირდაპირი უფლებამოსილებაა.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი არ ითვალისწინებს ქორწინებისა და ოჯახის ცნებათა განსაზღვრებას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია დადგინდეს მათი მნიშვნელობა. არსებობს ქორწინების ცნების კანონისმიერი განსაზღვრება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურში.
როგორც კანონი გვეუბნება, ქორწინების ოფიციალური აღიარებისთვის საჭიროა შემდეგი გარემოებები: ა) ქორწინება მიზნად უნდა ისახავდეს ოჯახის შექმნას; ბ) ქორწინება უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი; გ) ქორწინება უნდა იყოს სათანადო წესით რეგისტრირებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს ერთსქესიანთა ქორწინებას. თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით, ეს პირდაპირ არ არის აკრძალული. აქ საუბარია ზოგადად „მეუღლეებზე”. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს მხოლოდ მეუღლეთა თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
თითქმის ასეთივე ნორმებს შეიცავს რიგი ქვეყნების კონსტიტუციები.
ჩვენი ვარაუდით, სამოქალაქო კანონმდებლობაში არსებული მოთხოვნა და დებულება ქორწინების როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის განმარტებისას ირღვევა იმ ერთსქესიანი წყვილების და ზოგადად ადამიანების უფლებები, რომლებსაც ფაქტობრივად შექმნილი აქვთ ოჯახი და აქვთ ოჯახისთვის დამახასიათებელი ურთიერთთანაცხოვრების პრინციპები. შესაბამისად, მათ უნდა ქონდეთ უფლება საკუთარი ურთიერთთანაცხოვრების ლეგალური რეგისტრაციის განხორციელებაზე შემდგომი სამოქალაქო სამართლებრივი ვალდებულებების აღიარებისა და იმპლემენტაციისათვის“ - აღნიშნავს ტატიშვილი სარჩელში.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106 მუხლის შემადგენლობაში არსებული ორი წინადადება "ქალისა და მამაკაცის" არსებობა და ამგვარი ჩანაწერის არსებობისას ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპებისა და თავისუფალი განვითარების უფლების ხელყოფა არის უხეში ჩარევა პირის პირად ცხოვრებაში, აწესებს არამართლზომიერ და დისკრიმინაციულ მიდგომას ერთსქესიანი წყვილების მიერ ქორწინების რეგისტრაციის განხორციელებაზე და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტიციის 36-ე მუხლის პირველ ნაწილს.
გიორგი ტატიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, სარჩელზე საბოლოო გადაწვეტილების გამოტანამდე მოხდეს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება, ვინაიდან, როგორც მოსარჩელე მხარე აცხადებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, დაირღვეს არაერთი პირის კონსტიტუციური უფლება.
„სადავო ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში დადასტურდება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა ამ პირთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებში დაუსაბუთებელ ჩარევას. იმისათვის, რომ აღმოიფხვრას მომავალში არაკონსტიტუციურ მუხლზე დაყრდნობით არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღების პირთა საფრთხე, საკონსტიტუციო სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე უნდა მოხდეს სადავო ნორმათა მოქმედების შეჩერება“, - აღნიშნულია სარჩელში.
ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელმა გიორგი ტატიშვილმა („მაცაცომ“) საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, როგორც ფიზიკურმა პირმა, გასული წლის 25 დეკემბერს მიმართა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















