DWV-ი ქართველ მეწარმეებს Light + Building 2016-ში მონაწილეობაში დაეხმარება

საქართველო, თბილისი - 11:49 | 09.02.2016
ნანახია: 1424

13-18 მარტს Messe Frankfurt წარმოგიდგენთ განათების, დიზაინისა და მშენებლობის საერთაშორისო გამოფენას Light + Building 2016, რომელიც 2.500-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გამოფენის ფარგლებში ქართველ მეწარმეებსაც ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ უახლეს ტენდენციებს, ინოვაციებს და დაესწრონ სხვადასხვა ფორუმებსა და სემინარებს.

DWV მხარს უჭერს Light + Building 2016-ს და საქართველოს მოქალაქე გამოფენის მონაწილეებსა და ვიზიტორებს დაეხმარება წასვლასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე