საქართველოში სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 31.2%

საქართველო, თბილისი - 13:02 | 15.10.2021
ნანახია: 907

საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 31.2%-ი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 899 938 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 007 399 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.5%-ი.

სრულად ვაქცინირებულია 892 410 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.2%-ი.

14 ოქტომბერს აიცრა 3 843 ადამიანი.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.

ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე