ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

საქართველო, თბილისი - 20:27 | 08.10.2021
ნანახია: 540

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს. ქალი ცოცხალია. ის ნანგრევების ქვეშ დაახლოებით ცხრა საათი იმყოფებოდა.  

ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

დღეს ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.  ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.

 ნანგრევებში დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე