თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის საათებში ფრენა შეიზღუდება
საქართველო, თბილისი - 15:30 | 08.02.2016 ნანახია: 1950
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეკონსტრუქცია.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი (31L/13R) ყოველდღიურად დაიკეტება ნებისმიერი საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენისთვის დროის შემდეგ მონაკვეთებში:
2016 წლის 1 მარტიდან 27 მარტამდე ყოველ დღე 09:30 საათიდან 15:00 საათამდე
2016 წლის 27 მარტიდან 1 ივლისის ჩათვლით ყოველ დღე 10:00 საათიდან 20:00 საათამდე
დროებითი ცვლილება ფრენის განრიგში გაგრძელდება მხოლოდ ოთხ თვეს. სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიუხედავად, ავიაკომპანიები განაგრძობენ რეგულარული ავიარეისების შესრულებას შეცვლილი გრაფიკით და რეისები ძირითადად ღამით შესრულდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განახლებული და მოდერნიზირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, რომელიც ასევე აღიჭურვება საერთაშორისო სატანდარტებთან შესაბამისი შუქ-ტექნიკური საშუალებებით. ასაფრენი ზოლისა და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მეტი ავიაკომპანიის მოზიდვასა და ტურისტული მგზავრთნაკადის გაზრდას.
2015 წლის 28 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მგდრადი განვითარების სამინისტროს შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” და შპს ”ტავ-ურბან საქართველოს” შორის ხელი მოეწერა 2005 წელს დადებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების (Build Operate Transfer – BOT) განახლებულ ვარიანტს.
2005 წლის ხელშეკრულებით შპს ”ტავ-ურბან საქართველოს” თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მართვაში გადაეცა 2027 წლამდე.
იმის გამო, რომ 2005 წლის შემდეგ თბილისის აეროპოპრტში მგზავრთნაკადის ოდენობა თითქმის გაოთხმაგდა და მოსალოდნელია ზრდის გაგრძელება შემდეგ წლებშიც, დღის წესრიგში დადგა არსებული ინფრასტრუქტურის განახლების აუცილებლობა და შესაბამისად არსებული ხელშეკრულების პირობების გადახედვაც.
თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას და ტავ ჰოლდინგს და მის შვილობილ კომპანია შპს ”ტავ-ურბან საქართველოს” შორის მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკებები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამომავლო განვითარების საკითხებთან და ხელშეკრულების ახალ ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ავიაციის საერთაშორისო სტანდარტებთან და აეროპორტის სამომავლო მოთხოვნებთან.
ხელშეკრულების ახალი ვერსიის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ:
- თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ასაფრენი ზოლის და სამიმოსვლო ბილიკების სრული რეაბილიტაცია, რომელიც განხორციელდება 2014 წელს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის - IATA Consulting-ის მიერ მომზადებული დასკვნის და რეკომენდაციების შესაბამისად. სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება 2016 წლის ივნისის ბოლოს.
- თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ოთხ ეტაპიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულების ბოლომდე (2027 წ-მდე) აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას და კონკრეტული პროექტების განხორციელებას მგზავრთნაკადის მატების შესაბამისად.
„ჩვენ მივაღწიეთ ,,ტავ ჯორჯიასთან“ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომლის მიხედვით, ,,ტავ ჯორჯია“ საკუთარი სახსრებით, თავისი ინვესტიციებით განაახლებს ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ისე, რომ მას არ მოემატება ოპერირების წლები და შესაბამისად, ზუსტად ეს არის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის განახლება. შესაბამისად, 1 მარტიდან 01 ივლისის ჩათვლით, ჩვენ გვექნება 10 საათიანი შეზღუდვა, ხოლო შემდეგ ჩვეულებრივ რეჟიმში, უკვე განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლით იფუნქციონირებს აეროპორტი“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით შეიცვალა ის ხელშეკრულება, რომელიც 2037 წლამდე გრძელდებოდა. „ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ახალი ხელშეკრულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ,,ტავ ჯორჯიას“ ოპერირების ვადა გრძელდება 2027 წლამდე. ინვესტიციებს ახორციელებს თურქული მხარე და ჩვენ ამაში დამატებით საზღაურს აღარ ვიხდით. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის გადანაწილებული კიდევ შემდეგ ათ წელზე. მას შემდეგ რაც 2027 წელს ეს ყველაფერი დასრულდება, ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, შესაძლებლობა გვექნება კონცესიაში კიდევ ერთხელ გამოვაცხადოთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და მივიღოთ ის პირობები, რა პირობებიც ჩვენ გვინდა - მივიღოთ შემოსავალი, მივიღოთ უკეთესი სატარიფო პოლიტიკა და ა.შ. აქედან გამომდინარე, მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის უდიდესი“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, მანამდე არსებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა, პრაქტიკულად, არანაირ მექანიზმს იმისა, რომ სახელმწიფოს დაეცვა მომხმარებლის უფლებები და აეროპორტის ფუნქციონირება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ყოფილიყო. „დღეს ეს ყველაფერი ჩადებულია უკვე ახალ ხელშეკრულებაში. იქნება დაახლოებით სამთვიანი შეზღუდვა დღის ფრენებზე, რაც ძალიან მტკივნეულია, თუმცა შემდგომ პერიოდში უკვე გვექნება კარგი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელშიც ინვესტირებას უკვე ახორციელებს ინვესტორი“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















