გაიცანით ნინო წიკლაური - ქალი ელექტროსისტემების პროგრამიდან, მომავალი მექანიკოსი
საქართველო, თბილისი - 14:32 | 06.10.2021 ნანახია: 958
ჩვენს გარშემო, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად საკუთარი თავის თუ საქმის ძიებაში არიან. ამ გზაზე არც სირთულეების ეშინიათ და არც ცვლილებების. მერე კი, აღმოჩნდება ხოლმე, რომ თავიც იპოვეს და სხვებისთვისაც მაგალითის მიმცემად იქცნენ.
დღეს სწორედ ასეთ ადამიანზე, ნინო წიკლაურზე გიამბობთ. ის მალე, "თეგეტა აკადემიას" დაასრულებს და სატვირთო ავტომობილების მექანიკოსი, უფრო ზუსტად კი ელექტრობისა და დიაგნოსტიკის სპეციალისტი იქნება.
ამ კურსის შესახებ, მეგობრისგან გაიგო. ჯერ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გაგზავნა, შემდეგ კი ტესტირება და გასაუბრება გაიარა.
"თეგეტა ჰოლდინგში" მიაჩნიათ, რომ არ არსებობს "ქალისა" და "კაცის" პროფესიები. ამიტომ, "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" ერთ-ერთი პირველი ჩაერთო ქალთა გაძლიერების მხარდამჭერ კამპანიაში - #პროფესიასარაქვსგენდერი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა ცვლილებისთვის" პარტნიორობით ხორციელდება. "თეგეტა აკადემიამ" მექანიკოსობით დაინტერესებული ქალების გადამზადება დაიწყო. პირველი, თეორიული ეტაპის შემდეგ, ქალები პრაქტიკულ ნაწილს გადიან, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები "თეგეტა თრაქ ენდ ბასის" სერვისცენტრში დასაქმდებიან.
ნინო წიკლაური ერთ-ერთია იმ 3 ქალიდან, ვინც ამ პროგრამაზე სწავლობს.
"ტექნოლოგიები ბავშვობიდან მაინტერესებდა. კომპიუტერები, ელექტრობა. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ მაინცდამაინც - ავტომექანიკით ვიყავი გატაცებული. ეს ისეთი სპეციფიკური სფეროა, გარემოც უნდა გიწყობდეს ხელს. მე მსგავსი გამოცდილება არ მქონია, არც კი ვიცოდი, თუ შემეძლო ამ მიმართულებით მუშაობა".
ნინოს მამა ხელოსანი იყო, ოღონდ არა მანქანების. რა თქმა უნდა, სახლშიც ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებდა.
"აი, ასეთ გარემოში გავიზარდე და ჩემთვის, "ქალისთვის შესაფერისი" ან "ქალისთვის შეუფერებელი" საქმე არ არსებობდა. ტექნოლოგიების, მსუბუქი თუ მძიმე ტექნიკის მიმართ ჩემი ინტერესის გამო, ოჯახის მხრიდან, წინააღმდეგობა არასოდეს შემხვედრია, მათ შორის არც მაშინ, როცა ამ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოვთქვი".
34 წლის ასაკში ავტომექანიკოსობა მისი მეექვსე პროფესიაა. რაც თავი ახსოვს, სწავლობს, სულ ძიების პროცესშია და იპოვა კიდეც საყვარელი საქმე.
"თავი ასე არასოდეს მიგრძნია, ბოლომდე მივიღე და შევიყვარე ეს საქმე. ზუსტად ის არის, რაც მინდოდა. საერთოდ, ძალიან მიყვარს ჭკვიანი ტექნიკა. მთელი ცხოვრება ისეთ პროფესიებს ვეუფლებოდი, ქალები რომ ნაკლებად ირჩევენ და მგონია, ესეც სტერეოტიპული დამოკიდებულებაა. ნამდვილად, ვერ გეტყვით, რომ დიდი ცვლილებების სურვილით ვირჩევდი ამ პროფესიებს, უბრალოდ, ვსწავლობდი იმას, რაც ყოველთვის მაინტერესებდა".
მიაჩნია, რომ სტერეოტიპების დანგრევას დრო სჭირდება. საქმიანობისას მომხმარებლის დაბნეულობაც უგრძვნია და ეჭვიც, როდესაც მის გაკეთებულ საქმეს კაც თანამშრომელთან ამოწმებდნენ.
"გულდასაწყვეტია, როდესაც ვიღაც მხოლოდ იმიტომ გამოწმებს რომ ქალი ხარ. თუმცა, ეს ჩემი კი არა, მათი პრობლემაა და ვერ შემაფერხებს ან შემაჩერებს. დაბრკოლება კი არა, ეს ჩემთვის გამოწვევაა, რომელსაც ისევე გადავლახავ, როგორც ძალიან ბევრი რამ გადავლახე ამ ცხოვრებაში. ერთ და ორ ადამიანსაც შეუძლია რეალური ცვლილებები მოიტანოს. მთავარია მონდომება, თავდაუზოგავი შრომა და თვითდაჯერებულობა".
სხვებისათვის რჩევის მიცემა გამიჭირდებაო, ამბობს. არც წარმატების კონკრეტული რეცეპტი აქვს, უბრალოდ მიაჩნია, რომ:
ცხოვრებაში არასოდეს უნდა შეწყვიტოთ ძიება და სვლა. შეიძლება, ყოველთვის არ იცოდე, სად მიდიხარ, მაგრამ აუცილებლად უნდა იარო. ახლაც ყოველ დღე ვეკითხები ჩემს თავს: "შევძლებ"? თუმცა, ეს შიში აღარ არის. ეს სწავლის პროცესია და ყველაფერს მივიღებ, რაც კი პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დამეხმარება. მე ხომ ჩემი თავი და საქმე ვიპოვე, რომელიც საკუთარი "მეს" რწმენასა და თვითდაჯერებულობას მმატებს.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















