ქარელში, ჩვენი ოპერატორი "ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს - მთავარი არხი

საქართველო, თბილისი - 20:13 | 15.09.2021
ნანახია: 583

ქარელში, "მთავარი არხის" ოპერატორი ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. იტყობინება ტელეკომპანია "მთავარი არხი".

მათი ინფორმაციით, ოპერატორი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც მოგვიანებით, "მთავარი არხის" ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ განმარტა, ოპერატორი საავადმყოფოში გონს მოვიდა. მისივე თქმით, ექიმები ვარაუდობენ, რომ ოპერატორს ფეხი აქვს მოტეხილი და მხარი აქვს დაზიანებული ძალიან ბევრგან.

პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე