გამოწვევა დასაქმების მსურველთათვის - დაიწყე კარიერა თეგეტაში და შეაბიჯე ავტოინდუსტრიაში
საქართველო, თბილისი - 20:09 | 10.09.2021 ნანახია: 974
"აკადემიაში ავტომობილთან დაკავშირებით იმდენი და ისეთი ინფორმაცია მივიღე, რომ მანამდე წარმოდგენაც არ მქონდა თუ ამდენი რამ ჰქონდა მაქანას. მანქანა სულ რომ არ გყვარებოდა, მოგეწონეოდა, ისე შთამბეჭდავად და ამომწურავად გვიხსნიდნენ ყველაფერს. ცამეტმა სტუდენტმა დავამთავრეთ და ცამეტივემ დავიწყეთ მუშაობა", - ზაზა ძირკვაძე, თეგეტა აკადემიას კურს დამთავრებული.
"თეგეტა ჰოლდინგი" შვილობილ კომპანია "თეგეტა აკადემიასთან" ერთად სამსახურის მაძიებლებს უნიკალურ შანსს სთავაზობს. სრულიად ახალი საქმიანობის შესწავლას სრულიად უსასყიდლოდ და რაც მთავარია, დასაქმების პერსპექტივით. "დაიწყე კარიერა თეგეტაში" - გამოწვევა მათთვის, ვისაც ავტოინდუსტრიაში საკუთარი ძალების მოსინჯვა სურს. აკადემიაში თვენახევრიანი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ აპლიკანტების მომავალი რადიკალურად იცვლება - ისინი ეუფლებიან ახალ პროფესიას, გადიან ანაზღაურებად სტაჟირებას და საქმდებიან თეგეტა ჰოლდინგში. კომპანიას აქვს ამბიცია, ქვეყანაში დასაქმების პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. სწორედ ამიტომ კამპანიას უკვე სისტემატური ხასიათი აქვს.
"საწყის საფეხურზე, აკადემიაში სწავლისას აპლიკანტებს საუკეთესო სასწავლო პროგრამები და ტრენინგები დახვდებათ, როგორც ტექნიკური, საავტომობილო კუთხით, ასევე ბიზნეს ტრენინგების მიმართულებით. დასაქმების პროექტის მიხედვით სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ კურსადმთავრებულები დასაქმდებიან თეგეტა მოტორსის გაყიდვების ობიექტებსა და სერვის ცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე. განცხადების გაკეთება შეუძლია, როგორც სტუდენტს, ისე სამსახურის ნებისმიერ მაძიებელს. ასე რომ ველოდებით მუსრველებს თეგეტაში, - ამბობს "თეგეტა აკადემიის" დირექტორი და "თეგეტა მოტორსის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიკა ბერუაშვილი.
პროექტის შედეგად თეგეტაში კარიერა უკვე უამრავმა ახალგაზრდამ დაიწყო. ზაზა ძირკვაძე წლების წინ უმუშევარი იყო. ინტერნეტით ვაკანსიების ძიებისას სრულიად შემთხვევით თეგეტა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კურსს გადააწყდა და დაინტერესდა. თვენახევარი მსუბუქი ავტომობილების აგებულებას სწავლობდა. კურსის დასრულებისთანავე კი თეგეტას თანამშრომელი გახდა.
"ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა სწავლა. ავტომობილთან დაკავშირებით იმდენი და ისეთი ინფორმაცია
მივიღე, რომ მანამდე წარმოდგენაც არ მქონდა თუ ამდენი რამ ჰქონდა მაქანას. მანქანა სულ რომ არ გყვარებოდა, მოგეწონეოდა, ისე შთამბეჭდავად და ამომწურავად გვიხსნიდნენ ყველაფერს. ცამეტმა სტუდენტმა დავამთავრეთ და ცამეტივემ დავიწყეთ მუშაობა. მაშინ მსუბუქი ავტომობილების სერვისში დავსაქმდი - სერვისის აღრიცხვის ოპერატორად".
თეგეტა ყველა თანამშრომელს წინსვლის შესაძლებლობას თანაბრად აძლევს. კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს თითოეული დასაქმებულის კარიერულ განვითარებას და სწორედ ამიტომ თანამშრომლების დიდი ნაწილი დღეს უკვე რამდენიმე საფეხურით არის დაწინაურებული, რაც მათ ანაზღაურებაზეც აისახება.
"მსუბუქი ავტომობილების სერვისში მუშაობისას შემომთავაზეს სატვირთო ავტომობილებში მომესინჯა ძალები, იქ რადიკალურად განსხვავებული მიმართულება და განსხვავებული სტილის მუშაობა იყო საჭირო. ესეც ვისწავლე და ძალიან მომეწონა, სატვირთო მანქანები ჩემთან უფრო ახლოს აღმოჩნდა. თეგეტა მოტორსის სატვირთო ავტომობილების მიმართულება ახლა დამოუკიდებელ შვილობილ კომპანიად იქცა და მეც, შესაბამისად, გადმოვედი "თრაქ ენდ ბასში", სადაც დავწინაურდი და დღეს ჩემი პოზიცია კორპორატიული მომსახურების ოფიცერია, რაც გულისხმობს კერძო და კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობას. დიდი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება წინ და წინ წავიწიო. ჩვენი კომპანია გვაძლევს ამის საშუალებს".
თეგეტა მოტორსი განაგრძობს ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობას და ავტოინდუსტრიაში სამუშაოს დაწყების მსურველებს კვლავ ეძებს.
"ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ყველასთის, ვინც სამსახურს ეძებს. თეგეტას დასაქმების პროგრამა ნებისმიერ მსურველს აძლევს შანსს გახდეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის წევრი და თავადაც შეიტანოს წვლილი იმ კონტრიბუციის შექმნაში, რასაც დღეს თეგეტა საქართველოს ეკონომიკისთვის აკეთებს", - ამბობს "თეგეტა მოტორსის" სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ნათიკა ბერძული.
პროექტის შესახებ: "თეგეტა მოტორისი" შვილობილ კომპანისთან ,,თეგეტა აკადემისთან ერთად განაგრძობს კაპანიას "დაიწყე კარიერა თეგეტაში" , რომელიც ამჯერად ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს დაფარავს. მსურველები ამ სამი დიდი ქალაქიდან თვენახევრიან თეორიულ კურსს გაივლიან, შემდეგი ეტაპი ანაზღაურებადი სტაჟირებაა, რის შემდეგაც კურსდამთავრებულები ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში გარანტირებულად საქმდებიან. სასწავლო კურსი უფასოა. სწავლების პროცესი ბათუმის თეგეტა აკადემიაში წარიმართება. კომპანია ამ შემთხვევაშიც ითვალისწინებს აპლიკანტების ინტერესებს და მათ ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯებს თავის თავზე იღებს.
განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 12 სექტემბრამდე გაგრძელდება. სწავლის დაწყების თარიღი 20 სექტემბერია.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















