ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:07 | 28.08.2021
ნანახია: 533

ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

ორივე მათგანი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

დედა-შვილი კლინიკაში 30 ივლისს შეიყვანეს, კოვიდის მწვავე ფორმით.

"რთულად მიმდინარეობდა კოვიდის მართვა. შემდეგ მოხდა ორივე მათგანის ინტუბაცია. გუშინ, 27 აგვისტოს, გარდაიცვალა დედა, 54 წლის. დღეს დილით კი შვილი, 31 წლის მამაკაცი", - უთხრეს "ბათუმელებს" კლინიკაში.

დღეს საქართველოში კოვიდით 74 ადამიანი გარდაიცვალა.





პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე