ომში ვართ და გენერლები არსად ჩანან - ბიძინა კულუმბეგოვი

საქართველო, თბილისი - 17:06 | 26.08.2021
ნანახია: 643

ომში ვართ და გენერლები არსად ჩანან - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი წერს.

ბიძინა კულუმბეგოვი მოუწოდებს მოქალაქეებს, აიცრან და პირბატე ატარონ.

"ახლა აუცრელობა და ნიღბის არ ტარება ომში დეზერტირობის ტოლფასია!

79 არავაქცინირებული გარდაცვლილი !

გთხოვ, ატარე სამედიცინო ნიღაბი, სოციალური ურთიერთობები მაქსიმალურად შეამცირე და რაც შეიძლება სწრაფად შენ და შენი ახლობლები ასაცრელად წადით! მეტი გზა უბრალოდ არაა, ომში ვართ და გენერლები არსად ჩანან", - წერს კულუმბეგოვი.



პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე