რუსთაველის გამზირზე ჩავარდნილ გზასთან მიყვანილ მძიმე ტექნიკას მიწა გამოეცალა და ჩავარდა

საქართველო, თბილისი - 15:06 | 27.07.2021
ნანახია: 704

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც ცოტა ხნის წინ ასფალტი ჩაინგრა, GWP-ს მიერ მიყვანილ მძიმე ტექნიკას მიწა გამოეცალა და ჩავარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "მთავარი" ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც - სამართალდამცავებს დაზიანებული გზის საფარი ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე