უპრეცენდენტო ინიციატივა ქალების გაძლიერებისთვის - პროფესიას არ აქვს გენდერი
საქართველო, თბილისი - 12:54 | 22.07.2021 ნანახია: 988
„ქართველები ძალიან დაკომპლექსებულები ვართ. განსაკუთრებით ქალებს უწევთ ყველაზე ხშირად დოგმებთან გამკლავება. ჩემი აზრით, ჩვენ ვიქნებით ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაამსხვრიო სტერეოტიპები და შედგა ფეხი კაცების სამყაროში“ -ამბობს ნათია ბერაშვილი
ნათია ბერაშვილი 20 წლისაა და სტერეოტიპების ნგრევა, როგორც სატვირთო ავტომობილის მომავალმა მექანიკოსმა ქალმა, უკვე დაიწყო. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა, ე.წ. მამაკაცების პროფესიულ სამყაროში შებიჯება ორი მიზეზით გადაწყვიტა:
- პირველი, ვერ გაუძლო ექსკლუზიურობის ცდუნებას, რომ გამხდარიყო ქვეყანაში პირველი სატვირთო ავტომობილის მექანიკოსი ქალი
- და მეორე, ეპოვნა და გაეზიარებინა საერთო ინტერესი, ერთგვარი გადაკვეთის წერტილი, სატვირთო ავტომობილის მძღოლ მამასთან, რომელთანაც ახლა უკვე სატვირთო ავტომობილის აგებულების მექანიზმებსა თუ ნაწილებზე თამამად შეუძლია საუბარი
სტერეოტიპების ნგრევაში, ნათიას კიდევ 3 ქალი შეურეთდა და უკვე 2 ივნისიდან ერთად „თეგეტა აკადემიის“ სტუდენტები არიან. პირველი თვენახევარი თეორიულ სწავლებას დაეთმო. ჯგუფში, სადაც გამონაკლისის გარეშე მხოლოდ მამაკაცებს ნახავდით, ამჯერად 16 მონაწილიდან 4 ქალია და ყველა ერთად „სატვირთო ავტომობილის აგებულების გრძელვადიან ტრენინგს“ ესწრება.
პროფესიას, რომ არ აქვს გენდერი, ამის „თეგეტა თრაქ ენდ ბასში“ ურყევად სჯერათ, ამიტომ კომპანია ქალთა გაძლიერების მხარდამჭერ ამავე სახელწოდების კამპანიაში #პროფესიასარაქვსგენდერი ჩაება. კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციის - „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ ინიციატივით ხორციელდება და მის ფარგლებში, პირველად საქართველოში, “თეგეტა აკადემიამ“ მექანიკოსობით დაინტერესებული ქალების გადამზადება გადაწყვიტა. თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ, ახლა სამთვიანი პრაქტიკული სწავლების დროა - ყველა ეტაპის წარმატებით დასრულება კი ოთხივე მონაწილე ქალს „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრში სატვირთო ავტომობილის მექანიკოსად დასაქმდების შანსს მისცემს.
„არჩევანის გაკეთებისას ჩემზე კომპანიის სახელმა და პრესტიჟმა იმოქმედა. საერთოდ ვერ ვერკვეოდი ავტომობილის კონსტრუქციულ აგებულებაში და მუშაობის პრინციპში. აქ რომ მოვდიოდი, მოლოდინი მქონდა, რომ კურსის ბოლოს ეს ახალი ცოდნა მექნებოდა. მოლოდინი გამართლდა. მეგონა, რომ პროგრამა ბევრად რთული იქნებოდა დასაძლევად, მაგრამ „თეგეტა აკადემიის“ სწავლების მიდგომამ მომცა შესაძლებლობა, რომ მასალა ადვილად ამეთვისებინა“ - სალომე ჩხვიმიანი, ტრენინგის მონაწილე
22 წლის სალომეს მსგავსად ტრენინგში მონაწილე არცერთ ქალს წარსულში ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. სფეროს სიუცხოვის მიუხედავად, მათ პროექტში ჩართულობის პირველივე ეტაპზე ამ პროფესიის დაუფლების ძალიან დიდი ინტერესი და სურვილი გამოთქვეს.
„მუდმივად ძიებაში ვიყავი. მინდოდა მეპოვნა პროფესია, რომელშიც თავს კარგად ვიგრძნობდი, ვიტყოდი, რომ ჩემია. ნამდვილად ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ არა ეს კურსი, რომ სატვირთო მანქანის მექანიკოსობას ვისწავლიდი - ვერ ვიფიქრებდი, ვერ გავბედავდი ამ პროფესიის არჩევას, რომ არა „თეგეტა აკადემია“. არადა ტექნიკური საგნები, ზოგადად მექანიკა, ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა“ - ამბობს ნონა წიკლაური, პროექტის მონაწილე
„თეგეტა აკადემია“ 2013 წელს კომპანია „თეგეტა მოტორსის“ ბაზაზე დაფუძნდა. დაარსების დღიდან მისი მიზანი ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაციაა, რაც საბოლოოდ ავტო მომსახურების სფეროში ახალი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას და „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში მათ შემდგომ დასაქმებას გულისხმობს - ეს ამბიციური ხედვა თანამბრად ვრცელდება ქალებსა და მამაკაცებზე.
„პირველად ფეისბუქზე ვნახე, რომ „თეგეტა აკადემია“ ასეთ ტრენინგს ატარებდა. როცა პოსტი წავიკითხე, მაშინ გავიფიქრე, აქამდე რატომ არ მომივიდა აზრად, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა გამეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვთვლი პროფესიები გენდერული კატეგორიებით შეიძლება იყოფოდეს და კონკრეტული პროფესია სქესის მიხედვით იყოს გაწერილი, საზოგადოებაში მაინც არსებობს დოგმები და ეს ჩვენ გვზღუდავს. შეიძლება არც კი დაფიქრდე ისეთ პროფესიაზე, რომელიც საბოლოოდ შესაძლოა რეალურად შენი აღმოჩნდეს.“ ამბობს ნინო წითლიძე, ტრენინგის ყველაზე პატარა, 18 წლის მონაწილე.
მეცნიერების კვლევებს თუ დავეყრდნობით, ქალები პროფესიის არჩევისას, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ხშირად ხდებიან სტერეოტიპების მსხვერპლი - დაუფიქრებლად გამორიცხავენ ისეთ საქმიანობებს, რომლებშიც მამაკაცები დომინირებენ. #პროფესიასარაქვსგენდერი კამპანიის მიზანი სწორედ ამ სტერეოტიპების დანგრევა და საზოგადოებისვის იმის დემონსტრირებაა, რომ ხშირად სწორედ თავად ქალებისგან მოდის დაინტერესება ისეთ „მასკულინურ“ პროფესიაზე, როგორიც სატვირთო ავტომობილის მექანიკოსობაა.
„მომავალში ჩემი თავი თეგეტას ფორმაში წარმომიდგენია - თან მანქანები ძალიან მიყვარს და იმედია სერვისცენტრში ისეთი გარემო დამხვდება, რომელიც განვითარებაში დამეხმარება“ - ნინო წითლიძე, ტრენინგის მონაწილე
„თეგეტა თრაქ ენდ ბასში“ ტრენინგის ყველა მონაწილეს მათ წარმატებაზე ორიენტირებული გარემო რომ დახვდება, ამაზე კომპანიაა თავად პასუხისმგებელი. ქალთა გაძლიერების თემებს „თეგეტა მოტორსში“ ამაყად უჭერენ მხარს და აქტიური წვლილი შეაქვთ გენდერული კუთხით დამკვიდრებული სტერეოტიპების ნგრევაში. სწორედ ამიტომაც, ამ უპრეცენდენტო ინიციატივაში ჩართულ ხუთივე მონაწილეს „თეგეტა მოტორსი“ წარმატებას უსურვებს და მათთან სამომავლო თანამშრომლობის დიდ იმედს გამოთქვამს.
პოლიტიკა
- ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს
- კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა - გიორგი ვაშაძე კალაძეს
- არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად - "ოპოზიციის ალიანსის" 8 პარტია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე
- პარტიების აკრძალვის მოთხოვნით წამოიწყეს სახიფათო თამაში, თავადვე არიან აბლანდულები და თავგზა აუბნიეს ივანიშვილსაც, არ იციან, როგორ უნდა გაგრძელდეს და როგორ დასრულდეს ეს პროცესი - გიორგი სიორიძე
საზოგადოება
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- დღეს აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზეს, უნიკალურობას, დედაენის დღეს ვულოცავთ ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
- ერთ დღეს, უკრაინაში, ეს ომი დასრულდება და ისტორია იკითხავს, ვინ რა გააკეთა, ვინ იმოქმედა და ვინ აირჩია სიმამაცე, უკრაინამ უკვე გასცა პასუხი - პრინცი ჰარი
- ევროკავშირი, ვიქტორ ორბანის წასვლის შემდეგ, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესს აჩქარებს - Politico
- ისრაელი ელოდება აშშ-ის მწვანე შუქს, რათა ირანი "ქვის ხანაში" დააბრუნოს - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
- ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
- Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
- Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















