“თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ საგზაო-სამშენებლო ტექნიკის ბრენდების - Bomag-ისა და Marini-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა
საქართველო, თბილისი - 10:26 | 18.06.2021 ნანახია: 1149
2021 წელს „თეგეტა ქონსთრაშენ ექვიფმენთი“ უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის, Fayat group-ის წევრი კომპანიების, ბომაგისა (Bomag) და მარინის (Marini), ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. აღნიშნული ბრენდების პორტფელში დამატებით, „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ მომხმარებელს შესთავაზებს საგზაო-სამშენებლო ციკლისთვის საჭირო აღჭურვილობის სრულ სპექტრს - როგორც ასფალტის საწარმოებს, ასევე გზების მშენებლობისა და მოწყობისათვის საჭირო ყველა სახის ტექნიკა-დანადგარს.
გერმანული კომპანია BOMAG ლიდერია საგზაო-სამშენებლო ტექნიკის მიმართულებით. კომპანია აწარმოებს ვიბრაციულ სატკეპნებს, გზის დამგებ მოწყობილობებსა და ყველა სხვა მანქანა-დანადგარს, რომელიც გზების მშენებლობისა და შემდგომი მომსახურების სრულ დიაპაზონს ფარავს. აღსანიშნავია Bomag-ის საწარმოო ხაზისა და ბაზრის დაფარვის მასშტაბებიც. კომპანია, დღეს, 250-ზე მეტი დასახელების პროდუქტით, მსოფლიოს 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
Marini ლიდერია ასფალტის, ცივი ასფალტის წარმოების, ემულსიისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების მიმართულებით. კომპანიის პროდუქცია გამოირჩევა წარმოების ეფექტურობით, რომელიც ხარისხისა და სიზუსტის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს და სრულად შეესაბამება გარემოს დაცვის რეგულაციებს. დღეისათვის კომპანიას 3000-ზე მეტი ასფალტის ქარხანა აქვს რეალიზებული.
“თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი” ასევე წარმოადგენს Marini-ს შვილობილ საწარმოს, Tekfalt-ს, რომლის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ბიტუმის ემულსიისა და მოდიფიცირებული ბიტუმის საწარმოო დანადგარების, ცემენტის მომყრელი დოზატორი ავტოცისტერნების, თერმული ზეთის გამაცხელებელი სისტემისა და ორმოული სამუშაოების ასფალტის მანქანა-დანადგარების წარმოებას.
“თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი” მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს ყველა იმ მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან, რომელიც სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ბრენდების პორტფოლიოს გაზრდით კომპანია ხელს შეუწყობს საგზაო-სამშენებლო სტრატეგიული პროექტების განხორციელებას.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















