საქართველოში, "მსოფლიო საფოსტო კავშირის" წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორი გამოვლინდა
საქართველო, თბილისი - 19:01 | 29.05.2021 ნანახია: 1300
2021 წლის 29 მაისს, საქართველოში, "მსოფლიო საფოსტო კავშირის" (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორი გამოვლინდა.
"მსოფლიო საფოსტო კავშირის" (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი "საქართველოს ფოსტის" ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წელს მერვედ გაიმართა.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე, ჟიურის მიერ გამოვლინდა საუკეთესო სამეული, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული წერილების ავტორები. ესენი არიან:
• პირველი ადგილი - ანი ჭანკვეტაძე, იმერეთი, წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლე, 11 წლის.
• მეორე ადგილი - დავით ლომიძე, ქ. თბილისი, მწვანე სკოლის მოსწავლე, 10 წლის.
• მესამე ადგილი - იოანე ჩხიკვაძე, ქ. ქუთაისი, N13 საჯარო სკოლის, 6-ე კლასის მოსწავლე, 11 წლის.
• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რჩეული - მარიამ კილაძე, ქ. გორი, 4-ე საჯარო სკოლის, 5-ე კლასის მოსწავლე, მარიამ კილაძე, 10 წლის.
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული - ქეთევან წერეთელი, ქ. ჭიათურა, 2-ე საჯარო სკოლის, 7-ე კლასი მოსწავლე, 13 წლის.
მნიშვნელოვანია, რომ პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი გაიგზავნება "მსოფლიო საფოსტო კავშირში" და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. შედეგად, "მსოფლიო საფოსტო კავშირის" საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის/ქვეყნის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 2021 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, "მსოფლიო საფოსტო კავშირის" შტაბ-ბინაში (ბერნი - შვეიცარია).
"საერთაშორისო საფოსტო კავშირის" წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს "მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე, მიმდინარე წელს 50 წლის იუბილე აღნიშნა. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი ღებულობს მონაწილეობას, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ "მსოფლიო საფოსტო კავშირის" წევრ 192 ქვეყანაში, ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურს, შედეგად, სხვადასხვა ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, შეჯიბრს განაგრძობენ საერთაშორისო მასშტაბით. "მსოფლიო საფოსტო კავშირის" ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ქვეყანას.
2021 წლის საკონკურსო თემა, რომელსაც ყველა ქვეყნისთვის ადგენს "მსოფლიო საფოსტო კავშირი", გახლდათ "მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით" ("Write a letter to a family member about your experience of Covid-19"). კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის წახალისება ახალგაზრდა თაობაში, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება.
მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ასევე, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს "საქართველოს ფოსტასა" და "საქართველოს ეროვნულ არქივს" შორის, რომლის ფარგლებშიც, 50 - მდე რჩეული წერილი გადაეცემა არქივს, რადგან აღნიშნული წერილები არის პანდემიასთან დაკავშირებული უნიკალური გამოცდილებისა და შინაარსის მატარებელი, შესაბამისად, მეტად საინტერესო მომავალი თაობებისათვის.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 597 მოზარდმა. სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა ყველა მონაწილე.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















