ქართული დამწერლობით ინტერნეტ მისამართების გამოყენება ხდება შესაძლებელი
საქართველო, თბილისი - 15:56 | 22.01.2016 ნანახია: 1906
ქართული დამწერლობით ინტერნეტ მისამართების გამოყენება ხდება შესაძლებელი - მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციამ (ICANN) საქართველოს ოფიციალურად მიანიჭა უფლება საინტერნეტო მისამართები დაწეროს მხედრული ანბანითა და შემდეგი დაბოლოებით „ .გე “, საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი კი საქართველოსთან ასოცირებული ინტერნაციონალიზირებული ზედა დონის დომენების კოორდინატორი გახდა.
ამ ეტაპზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა სარგებლობს არალათინური დამწერლობის გამოყენებით გლობალურ ქსელში დომენური სახელწოდებების გამოყენების პროცესში, რომლებიც სლავურ-კირილურ, არაბულ, ინდურ, ჩინურ და ებრაულ დამწერლობას იყენებენ.
სიახლე ქართული ინტერნეტ-სივრცისათვის რამოდენიმე კუთხით არის მნიშვნელოვანი. გლობალიზაციის პროცესის ფონზე, ქართულენოვანი საინტერნეტო მისამართები გაზრდის ქართული ენის გამოყენებას ინტერნეტსივრცეში და ხელს შეუწყობს მისი თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ასევე, ქართულენოვანი ინტერნეტ-მისამართების ამოქმედებით ინტერნეტის მოხმარებას შეძლებს გაცილებით მეტი აბონენტი, განსაკუთრებით რეგიონებში და სოფლად, სადაც მოსახლეობა ნაკლებად ფლობს უცხო ენას; ქართულენოვანი ინტერნეტ-მისამართების ამოქმედებით, მოსახლეობა შეძლებს დაბრკოლების გარეშე გამოიყენოს ქართული ვებ-გვერდები, მაგალითად, თუნდაც ინტერნეტ-ბანკინგი, ან შემეცნებითი და გასართობი ინტერნეტ-გვერდები და სხვა; საინტერესო სიახლე იქნება ასევე, სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ჯერ არ ფლობენ უცხო ენებს. კერძოდ, ისინი მშობლის დაუხმარებლად შეძლებენ ისეთი დავალებების მომზადებას, რომელიც ინტერნეტის მოხმარებას მოითხოვს, ანუ მოსწავლეებს მიეცემათ ინტერნეტ-სივრცეში განთავსებული ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებისა და დამუშავების შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათი დამუკიდებლად მუშაობის უნარის ამაღლებასა და თვით-განვითარებას; და რაც მნიშვნელოვანია უცხოეთის ქართულ დიასპორაში ხელს შეუწყობს მათი მომავალი თაობებში ქართული ენის და დამწერლობის ცოდნის შენარჩუნებას.
2016 წლის 20 იანვრიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრმა დაიწყო წინასწარი რეზერვაციის პროცესი სახელმწიფო საჭიროების, სავაჭრო ნიშნის შემცველი ან .ge ზონაში არსებული საინტერნეტო მისამართების შესატყვისი .გე ზონის დომენების სარეზერვო ბაზის შესაქმნელად. წინასწარი რეგისტრაციის პროცესის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ .გე ზონის დომენების რეგისტრაცია ხდება საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირისათვის როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების რეზიდენტთათვის, ონლაინ პროცედურით საიტზე რეგისტრაცია.გე.
საქართველო 2005 წლის თებერვალში მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის ICANN-ის მე-100 სამთავრობო წევრი გახდა. ქვეყნის ინტერესებს ზემოაღნიშნულ კომიტეტში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















