ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად საქართველოს ბანკი ახალ შეთავაზებაზე აცხადებს
საქართველო, თბილისი - 13:24 | 03.08.2020 ნანახია: 1799
საქართველოს ბანკი როგორც ბიზნესისთვის საიმედო პარტნიორი, ინოვაციური პროდუქტებისა და შეთავაზებების წარდგენას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბიზნესებს საქმიანობის გამარტივების მიზნით ახალ ინოვაციურ, თანხის მიმღებ აპარატზე- cashbox-ზე ჩარიცხულ თანხაზე cashback-ი შესთავაზა. ეს იმას ნიშნავს რომ თუკი ბიზნესი ნავაჭრ თანხას საკუთარი კომპანიის ანგარიშზე cashbox-ის მეშვეობით შეიტანს, მას აქციის ფარგლებში, შეტანილი თანხის 0.1% Cashback-ის სახით საჩუქრად, ისევ კომპანიის ანგარიშზე დაუბრუნდება. Cashback-ის გარდა აპარატით ჩარიცხვას მთელი რიგი უპირატესობები აქვს:
- თანხის მიმღები ინოვაციური აპარატი, მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას ადამიანთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეიტანოს კომპანიის ანგარიშზე თანხა;
- მომხმარებელს აღარ უწევს კუპიურების აპარატში სათითაოდ მოთავსება, მას შეუძლია საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა ერთად განათავსოს აპარატში;
- ბიზნესისთვის მეტი კომფრტის შექმნის მიზნით არ არსებობს აპარატში განსათავსებელი თანხის ლიმიტი. მომხმარებელი მისთვის სასურველი ოდენობის თანხას შეუფერხებლად შეიტანს ანგარიშზე;
- თანხის ასახვა ხდება მომენტალურად.
- თანხის შეტანა სრულიად უფასოა. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ბიზნესბარათი, რომლის შეკვეთა დისტანციურად, ინტერნეტბანკით არის შესაძლებელი.
ბიზნესისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის სასურველია, მომხმარებელმა ისარგებლოს იმ Cashbox-ით, რომელიც დგას მისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელ ადგილას, ობიექტთან ან ოფისთან ახლოს. აქცია პირველი ტრანზაქციიდან 3 თვის მანძილზე გრძელდება.
„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის გვერდში დგომა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამისათვის შევქმენით თანხის მიმღები აპარატების CashBox-ების ქსელი. აპარატის საშუალებით ნავაჭრი თანხა მომენტალურად აისახება კომპანიის ანგარიშზე, მომხმარებელი cashbox-ით სარგებლობას დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მისთვის მოსახერხებელ ადგილას შეძლებს. ბიზნესების წახალისების მიზნით მომხმარებელს ვთავაზობთ cashback-ის აქციას, რაც შეტანილი თანხის ნაწილის ბიზნეს ანგარიშზე საჩუქრად მიღებას გულისხმობს. ჩვენ არ ვჩერდებით და ახალი ინოვაციებით ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას. გვჯერა, რომ cashbox-ი ის ინსტრუმენტია, რომელიც საგრძნობლად გაამარტივებს ბიზნესის მართვას,“- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
Cashbox-ისა და მისი განთავსების ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიოთ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/cashbox
პოლიტიკა
- მივიღეთ BBC-ის პასუხი, ისინი არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას, პროცედურებს მივყვებით, მწარე მარცხს ნახავთ - შალვა პაპუაშვილი
- განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ურთიერთობების წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
- ქართული და ბრიტანული კანონმდებლობა განსხვავდება, ბრიტანეთში დაგეგმილი ცვლილებები ულტრამემარჯვენე ძალებს ეხება, რომლებიც შესაძლოა, ფინანსდებოდნენ რუსული ძალების მიერ - გიგა ფარულავა
- შავი იუმორის სფეროა, რომ ბრალდებული გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს, ასეთი დაპატიჟებები ბევრი გვინახავს, მამუკა ხაზარაძე ამბობდა, ტრამპის ინაუგურაციაზე დამპატიჟესო და ყინვაში დაბორიალობდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
- „თეგეტამ“ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო
- გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
სამართალი
- პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
მსოფლიო
- უკრაინა ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს - ანდრიი სიბიჰა
- მომავალ კვირას დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ რუსეთისგან მტკიცე პასუხი არ მიგვიღია, თუმცა “ორეშნიკთან” დაკავშირებით რუსული მანიპულაციები კვლავ გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ვფიქრობ, ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის კონფერენციაზე იქნება და მისი ნახვის შანსი მექნება - მარკო რუბიო
- ირანთან უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია ძალიან მტკივნეული იქნება - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















