IHS Jane’s-ი თინათინ ხიდაშელის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს
საქართველო, თბილისი - 15:49 | 08.01.2016 ნანახია: 2120
„საქართველოს, როგორც ცივილური სამყაროს ღირსეული წევრის, მარტო დატოვება რუსეთის საფრთხის წინაშე დასავლეთის უპატიებელი შეცდომა იქნება“
7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ალიანსის მომავალი წევრობისთვის ნატოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა მოიპოვა. საქართველო „ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, სანდო და პატივსაცემი პარტნიორია“, თუმცა მას ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული სახელმძღვანელო ნატოში გაწევრიანებისთვის სამოქმედო გეგმის სახით, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა “IHS Jane’s”-სთან ინტერვიუში.
თინათინ ხიდაშელი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მაისიდან ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ არსებული შეყოვნებების მიუხედავად მას მტკიცე პოზიცია აქვს და აღნიშნავს, რომ 2 დეკემბერს მონტენეგროს მიწვევა ნატოში „ნატოს შეუქცევადი ღია კარის პოლიტიკის ნათელი გზავნილია და ძლიერ გარანტიას წარმოადგენს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსის წევრობისკენ მიისწრაფვიან“.
მინისტრი იმედოვნებს, რომ ნატოს მომავალი სამიტის დეკლარაციის ტექსტში საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი გაწევრიანების გზაზე მკაფიოდ იქნება ასახული, თუმცა ტექსტის საბოლოო ვარიანტი საქართველოს და ალიანსის წევრი ქვეყნების შეთანხმების საგანი იქნება. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აგვისტოში განაცხადა, რომ საქართველო „სწორ გზაზე დგას“ ნატოსთან ურთიერთობებში. სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი ოფიციალურად დააფუძნა. მნიშვნელოვან პროგრამას უნდა ჩაენაცვლებინა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რომელსაც რუსეთი შეეწინააღმდეგა.
„2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული აგრესია, აბსოლუტურად მიუღებელი ქმედებები უკრაინაში, ყირიმის ანექსია, გაუგებარი და დამაბნეველი სამხედრო ინტერვენცია სირიის კონფლიქტში მოითხოვს მტკიცე, ადეკვატურ და გაბედულ რეაქციას დასავლეთისგან“, - აღნიშნავს ხიდაშელი.
იგი შიშობს, რომ „ომი აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლებელია გადაიზარდოს მასშტაბურ საფრთხეში და დამანგრეველი შედეგები მოუტანოს ევროპის უსაფრთხოების გარემოს“ და „საქართველოს, როგორც ცივილური სამყაროს ღირსეული წევრის, მარტო დატოვება რუსეთის საფრთხის წინაშე დასავლეთის უპატიებელი შეცდომა იქნება“.
რუსეთის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ სამხედრო ოკუპაცია გადაიქცა შედარებით სტაბილურ უსაფრთხოების რეჟიმად, სადაც 7 წელზე მეტია ქართულ და რუსულ მხარეებს არ გაუკეთებიათ განცხადება ძალადობის სერიოზული ფაქტების შესახებ. როდესაც რუსეთმა ორივე სუბიექტი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, „სამხრეთ ოსეთის“ ხელმძღვანელობამ რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გეგმები შეიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები განახლდა, თითქოს განახლებულმა დიპლომატიურმა დიალოგმა კრახი განიცადა. ამავდროულად, რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა „სამხრეთ ოსეთის“ საბჭოთა კავშირის დროინდელი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სასაზღვრო მავთულხლართების განლაგება დაიწყეს.
ხიდაშელის განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები საკუთარ პოლიტიკას არაკონფრონტაციის პრინციპებზე აფუძნებს, შედარებითი „მშვიდობა“ ძალიან პირობითია. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს იმ მოქალაქეების დაკავებებზე, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს კვეთენ და ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ევროკავშირის მონიტორინგის მისიისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოპერირების აკრძალვაზე, რომელიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პირობების დაცვის მიზნით შეიქმნა.
„ქართული მხარე სტრატეგიული მოთმინების რეჟიმშია და „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის მოსახლეობასთან ნდობის აღდგენის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. ეს ძალისხმევა მოიცავს ფარული სოციალური მხარდაჭერის პროგრამებს, რომელთა ღირებულება 1 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება.
ამავდროულად, ქვეყნის შეიარაღებული ძალები მსხვერპლის ხარჯზე აგრძელებს ავღანეთის კონფლიქტში მონაწილეობას, სადაც საქართველოს გადასროლილი ჰყავს 750 სამხედრო მოსამსახურე და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კონტრიბუტორ ქვეყანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში. 31 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ასობით დაიჭრა ავღანეთში. უკანასკნელად, მსხვერპლი სექტემბერში, თალიბების მიერ ბაგრამთან მდებარე საჰაერო ბაზაზე თავდასხმის დროს იყო. აშშ-ის მთავრობის მიერ ახლახანს გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომ იგი გააგრძელებს სამხედრო მისიას ავღანეთში 2016 წლის ბოლომდე, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ „საქართველო მზად არის შეინარჩუნოს სამხედრო ძალები ავღანეთში ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სანამ ამის საჭიროება იქნება“.
ხიდაშელი მე-17 თავდაცვის მინისტრია საქართველოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის განმავლობაში; მეზობელ სომხეთს იმავე პერიოდში მხოლოდ 6 თავდაცვის მინისტრი ჰყავდა, რუსეთს 7, აზერბაიჯანს 8, ხოლო, თურქეთს - 11. მინისტრს სწამს, რომ ცვლილებების მაღალი მაჩვენებელი „ბუნებრივი და ლოგიკურიც არის“, რადგან საქართველომ „საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ძალიან სწრაფი და დინამიკური განვითარების გზა აირჩია“.
ქვეყნის პირველმა ქალმა თავდაცვის მინისტრმა მისი მინისტრობის პერიოდში მიღწეული პროგრესი გენდერული თანასწორობის კუთხითაც აღნიშნა. „არსებობს სტრატეგია, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და თითოეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს უზრუნველვყოფთ შესაბამისი ცოდნითა და სწავლებით“, - განაცხადა მინისტრმა. „საქართველოს მთავრობაში პირველად დავაფუძნეთ და განვავითარეთ გენდერული მრჩევლების ინსტიტუტი და შევქმენით სპეციალური საბჭო, რომელიც ამ მიმართულებით ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების ზედამხედველობას უზრუნველყოფს “. 2015 წლის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში 28.5% ქალი და 71.5% კაცი ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობს. დასაქმებულთა სრული რაოდენობიდან 45.8% ქალია და 54.2 % - კაცი.
ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობებისა და მიმდინარე შიდა რეფორმების გარდა საქართველომ გაზარდა სამხედრო შესყიდვები დასავლეთში. გასულ ზაფხულს ხიდაშელმა ხელი მოაწერა შეთანხმებას „ThalesRaytheonSystems“- ერთობლივ ფრანგულ-ამერიკულ საწარმოსთან და ევროპული სარაკეტო სისტემების მწარმოებელ MBDA-სთან - საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემების განახლების მიზნით, სხვა დეტალები კი საიდუმლოდ რჩება.
პოლიტიკა
- ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა აკავებენ, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე, რეჟიმი ასამართლებს ადამიანთა ყველაზე მშრომელ ნაწილს, რომელზეც დგას ამ ქვეყნის თავისუფლება - ანა წითლიძე
- სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან რომ იყო დაგეგმილი, ხელის გულზე დევს, ადგილობრივმა რადიკალებმა თავიანთ ინსტრუქტორებს შეუქმნეს პირობები, რომ ორგანიზატორებმა აირიდონ პასუხისმგებლობა - შალვა პაპუაშვილი
- ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
- იმედია, მურთაზი, სხვა დაკავებულები, მხოლოდ მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან, რუსეთს და რუსული ტიპის დიქტატურას როდესაც ებრძვი, ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ - თინა ბოკუჩავა
საზოგადოება
- წიგნი ეკოცნობიერების ამაღლებისთვის - „თეგეტასა“ და „მწვანე პოლუსის“ კოლაბორაცია
- AgriPreneur Sprint - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ „კავკასიის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს
- ბუნება და კომფორტი ერთად - „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ თანამედროვე საპიკნიკე ზონები მოეწყო
- „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება
სამართალი
- ია დარახველიძემ საპატიმრო დატოვა
- სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 13 პირს წარედგინა ბრალი
- გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს
- პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდებაზე ისაუბრეს - Axios
- ღაზის სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი გარღვევაა, ყველაფერს გავაკეთებთ მის განხორციელებლად - კაია კალასი
- სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს - დონალდ ტრამპი
- ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს მხარი დაუჭირა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება