46 ქვეყანასთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ადგილობრივი ბიზნესებისთვის - ნათია თურნავა
საქართველო, თბილისი - 14:56 | 26.02.2020 ნანახია: 1428
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება EFTA-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და ჰონკონგთან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმ შეთანხმებების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მოაწერა ხელი და ამით შესაბამის ბაზრებზე წვდომა გახადა შესაძლებელი. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველომ უფრო ინტენსიური გახადა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე მოლაპარაკებები და ამ კუთხით, გარდა ბოლო პერიოდში ხელმოწერილი შეთანხმებებისა, ქვეყანას პროგრესი აქვს ისრაელთან და ინდოეთთანაც.
„ბოლო რამდენიმე წელიწადში ჩვენ უფრო ინტენსიური გავხადეთ ჩვენი ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე მოლაპარაკებები. თუ, წლების წინ, თავისუფალი შეთანხმებების არეალი, ვისთანაც საქართველო ვაჭრობდა, შემოიფარგლებოდა დსთ-ს ქვეყნებითა და თურქეთით და ჩვენი ექსპორტის წილი, რომელიც ამ არეალში გადიოდა, იყო 54 %, დღეს ეს მაჩვენებელი 70%-ს აღემატება, რაც არის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ გაიზარდა წვდომა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით მოცულ ბაზრებზე, განსაკუთრებით, 2014 წლიდან, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მხარე, რისი ნაწილიც არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რასაც მალე მოჰყვა თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება EFTA-ს ქვეყნებთან - ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ჩინეთთან და ჰონკონგთან. ჩვენ უკვე დავწინაურდით მოლაპარაკებებში ისრაელთან და ინდოეთთან."- განაცხადა ნათია თურნავამ თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020" ფარგლებში.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით უკვე 46 ქვეყანასთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც უდიდეს შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ ბიზნესს. „ჩვენ უზრუნველვყავით და დღეს, მთლიანობაში, 46 ქვეყანასთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ვსაუბრობთ გეოგრაფიულად, რეგულაციებისა და სამომხმარებლო ქცევის თვალსაზრისით ურთიერთგანსხვავებულ, დივერსიფიცირებულ ბაზრებზე. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ადგილობრივი ბიზნესებისთვის, რადგან კონკურენტუნარიანობის ამაღლების ერთ-ერთი ფაქტორი არის სწორედ ბაზრებზე წვდომა". - განაცხადა თურნავამ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















