საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით უპრეცენდენტო, ინოვაციური პროდუქტების დანერგავს განაგრძობს
საქართველო, თბილისი - 13:28 | 17.02.2020 ნანახია: 1639
საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით ინოვაციურ პროდუქტებს ნერგავს. ბანკმა ჯერ კიდევ 2019 წელს 2020 წელი ინოვაციების წლად გამოაცხადა და მთელს რეგიონში პირველად გახადა შესაძლებელი მეტროში ე.წ. Face Recognition–ით იგივე, „ღიმილით გადახდა“.
მეორე ინოვაცია კი რის დანერგვაზეც ბანკი აცხადებს, ეს სრულიად ახალი პროდუქტი- სმარტფონის გატერმინალებაა. გატერმინალება ნიშნავს, რომ ანდროიდის ტელეფონი გადახდის ტერმინალი ხდება. ახალი პროდუქტის მეშვეობით მომხმარებელი გადახდას შეძლებს ყველგან, იქაც კი, სადაც მანამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება ხდებოდა. გადახდის ახალი სისტემის საშუალებით მომხმარებელი და ბიზნესის წარმომადგენელი შეძლებს გადახდები უნაღდო ანგარიშსწორებით განახორციელონ და აღარ იფიქრონ ხურდის მოძიებაზე.
სიახლე განსაკუთრებით უწყობს ხელს ბიზნესს, მეწარმეს, რომელიც გადახდების მიღებას მისი კუთვნილი ტელეფონით შეძლებს. რაც კიდევ უფრო მოსახერხებელი, მარტივი, მოქნილი და სწრაფია.
გადახდის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის (Visa და MasterCard) ბარათით. ასევე, Apple Pay-თ და Tskapp აპლიკაციის მეშვეობით. ამისთვის საჭიროა საბანკო ბარათის ან ტელეფონის მხოლოდ ერთი შეხება. იმისათვის რომ მეწარმემ, მცირე ბიზნესმა გამოიყენოს ეს ინოვაცია, ამისათვის საჭიროა, Android 5.0 და ზემოთ სისტემის ტელეფონი, რომელსაც NFC მხარდაჭერა ექნება. ბიზნესის წარმომადგენლებს, ვისაც არ აქვს შესაბამისი მახასიათებლების მქონე ტელეფონი, თუმცა სურს ინოვაციით სარგებლობა, ბანკი ანდროიდის ტელეფონს მათ დროებით სარგებლობაში გადასცემს.
ინოვაციური გადახდის სისტემით სარგებლობა მარტივია. საჭიროა მხოლოდ Google Play store-იდან ჩამოტვირთოთ აპლიკაცია სახელით: Terminali.
გადახდის ახალი სისტემა არის ინოვაციური პროდუქტი, რომლის ანალოგიც რეგიონის მასშტაბით არ არის დანერგილი. საქართველოს ბანკი არის პირველი ბანკი, რომელმაც ეს სიახლე დანერგა.
„საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, საკუთარ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის ინოვაციური პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ჩვენ ჯერ კიდევ წინა წელს განვაცხადეთ ჩვენი მომხმარებლისათვის ინოვაციური პროდუქტების მთელ სერიის შეთავაზებაზე და ჩვენ ამ დანაპირებს ვასრულებთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ აქტიურ რეჟიმში წარვადგენთ მომხმარებლისა თუ ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ სრულიად ინოვაციურ პროდუქტებს. საქართველოს ბანკი 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოპერატიულად ვუპასუხოთ მომხმარებლის მუდმივადცვალებად მოთხოვნებს და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ ბიზნესს მის სამომავლო განვითარებაში“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















