გალტ & თაგარტმა თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა
საქართველო, თბილისი - 14:15 | 17.12.2019 ნანახია: 1460
გალტ & თაგარტმა თბილისის უძრავი ქონების შესახებ კვლევა მოამზადა, რომელშიც გაანალიზებულია საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციები. კვლევის მიხედვით ბოლო წლების სწრაფი განვითარების მიუხედავად, თბილისში კვლავ ძველი შენობები ჭარბობს. ამასთან, სექტორის ძლიერი ზრდის პოტენციალზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ თბილისში თანამედროვე სტანდარტებით საცხოვრებელი, სავაჭრო და საოფისე უძრავი ქონების მხოლოდ 25%-მდეა აშენებული.
გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები სტაბილურია აშშ დოლარში და ბაზრის გადახურების ნიშნები არ იკვეთება. ამასთან, ბოლო პერიოდში მიღებული სამშენებლო რეგულაციები აქტიურ მშენებლობას ქალაქის ცენტრიდან გარეუბნებში გადატანას უბიძგებს, ხოლო ფასების ზრდას გალტ & თაგარტის შეფასებით ძირითადად ცენტრალურ უბნებში გამოიწვევს. ამასთან, ბინების მოთხოვნაზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები ჯანსაღია (მზარდი ურბანიზაცია, შინამეურნეობის ზომის შემცირება და ა.შ.), რაც მომავალში ბინების გაყიდვების სტაბილურ ზრდას შეუწყობს ხელს.
კვლევის თანახმად, თანამედროვე ოფისები თბილისში მთლიანი სივრცის მხოლოდ 22%-ს შეადგენს. ასეთი მცირე მიწოდების პირობებში იჯარის ფასები მაღალია. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბოლოსთვის დედაქალაქს ახალი თანამედროვე ოფისები დაემატება, რაც გალტ & თაგარტის შეფასებით ფასებზეც აისახება.
თბილისში თანამედროვე სავაჭრო ცენტრები ბოლო წლებში სწრაფად განვითარდა. ამასთან, მოკლევადიან პერიოდში სავაჭრო ცენტრების შემდგომი გაფართოების აუცილებლობა არ იკვეთება, თუმცა მათი დომინირება მომავალში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ სხვა ქალაქებისგან განსხვავებით თბილისში ქუჩის საცალო მაღაზიები (street retail) რითეილერებისთვის არამიმზიდველია და გამონაკლისს მხოლოდ რუსთაველის გამზირი წარმოადგენს.
გალტ & თაგარტის მიხედვით, მაღალი კლასის სასტუმროების სეგმენტში დაგეგმილი პროექტები ჭარბი მიწოდების რისკებს შეიცავს მოკლევადიან პერიოდში და მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვის აუციებლობას უსვამს ხაზს. რაც შეეხება ბიუჯეტურ სეგმენტს, ის მთლიანად Airbnb-ს აქვს დაკავებული.
„ღონისძიების მთავარი მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც თავს მოიყრიან მოცემული სექტორის აქტიური მონაწილეები - კერძო სექტორი და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, რათა მოხდეს სექტორში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა, დისკუსიის გამართვა. გვსურდა მოწვეული სტუმრებისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია თუ როგორ ვითარდება და რა პერსპექტივები არსებობს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე“,- განაცხადა „გალტ & თაგარტი“-ს კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















