სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
საქართველო, თბილისი - 15:26 | 04.12.2019 ნანახია: 1341
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილის ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
პროკურატურა საუბრობს “რუსთავი 2“-ის ინტერესის საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ქონების დამალვაზე.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ბრალდების მხარეს სასამართლოში წარდგენილი გვაქვს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც შესაბამისი სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადების ფაქტს, გვაქვს მოლოდინი, რომ საქმე სრული მოცულობით გადაცემული იქნება არსებითად განსახილველად. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ საკუთრებაში მან მიიღო დაახლოებით 76 ათას ევროდ ღირებული ავტომობილი. განჩინების, მოსამართლის ნებართვის საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდებოდა უშუალოდ ავტონობილზე, კერძოდ, მხოლოდ ორი დღის განმავლობაში ხდებოდა გადაღება ავტომობილის და კონკრეტულად, ვინ სარგებლობდა ამ ავტომობილით“ - აცხადებს ზვიად გუბელაძე.
ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ბრალდებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ საქმეში მტკიცებულებები არ დევს. აქცენტი კეთდება საქმის პოლიტიკურ სარჩულზე.
“განსახილველი საქმე საერთოდ არ მიეკუთვნება პროკურატურის კომპეტენციას, ეს არ არის სისხლის სამართლის სფეროს შემადგენელი ნაწილი. ეს მაქსიმუმ, შეიძლება ყოფილიყო სამოქალაქო დავის საგანი და ბუნებრივია, ვერც ვერანაირი მტკიცებულება ვერ იარსებებს, რაც დაადასტურებდა თუნდაც პირის ბრალეულობას,“ - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















