"ავერსმა" ახალი პრემიუმკლასის ბრენდები წარადგინა
საქართველო, თბილისი - 19:04 | 19.07.2019 ნანახია: 1706
„ლილაროუზი", „გუდქური", „ბოდი ნატური", 1902- მილ ფლორი - „ავერსმა" ახალი პრემიუმკლასის ბრენდები წარადგინა.
„ავერსი" 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის თავის მოვლის საშუალებებით მუდმივად ანებივრებდა. წელსაც, კომპანიამ გადაწყვიტა, მოთხოვნის შესაბამისად, სააფთიაქო ქსელში უმაღლესი ხარისხის ევროპული თავის მოვლის საშუალებები შეეტანა.
ამ ბრენდების შესახებ კარგად იციან ევროპაში, მათ ბევრი ერთგული მომხმარებელი ჰყავს, რადგან წლებია, ხარისხს ინარჩუნებენ. ყველა მათგანი ნატურალურია და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, პარაბენებს, სილიკონს, სულფატს და ჯანმრთელობისთვის სხვა მავნე ნივთიერებებს,
"ავერსმა" საქართველოსთვის ახალი ბრენდების გასაცნობად, პრეზენტაცია ჩაატარა, რომელზეც უშუალოდ, ფრანგული და იტალიური კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
კომპანია „გუდქურის" წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ გარემოს დაბინძურება ჩვენს ჯანმრთელობაზე და ესთეტიკურ მხარეზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს, ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა, დაბინძურების საწინააღმდეგო თავის მოვლის ხაზი შეექმნა.
ოზონი და მიკროსკოპული ნაწილაკები ადვილად ეკვრის კანს, ღრმად ჯდება ფორებში და ლიპიდურ ბარიერს ანადგურებს. შედეგად კანი ჭრელდება და ფერმკრთალდება. „გუდქურის" ჯანსაღი ინგრედიენტებისგან დამზადებული პროდუქტებით ნაზი, ღრმა წმენდა და მოვლა მნიშვნელოვანია არამხოლოდ კანისთვის, არამედ მისი ბუნებრივი ბარიერისთვისაც, რომელიც ეპიდერმისს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს.
რაც შეეხება „ლილაროუზს", როგორც მისი სახელიც გვეუბნება, ბრენდი ყვავილების ორგანულ ექსტრაქტებზეა დამზადებული. მისი შემადგენლობა 96%-ით ნატურალურია.
„ლილაროუზის" მრჩეველისა და დამფუძნებლის ლუკ დავიდის განმარტებით, ბრენდის არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია, ზიანი მიაყენოს კანს.
„ბრენდის სავიზიტო ბარათია ვარდის, ფორთოხლის ყვავილის და ალპური ყვავილების სურნელია", - აღნიშნა ლუკ დავიდმა, რომელიც „ლისი მერეში" გამართულ პრეზენტაციას პირადად ესწრებოდა.
„ავერსის" დამფუძნებლის, პაატა კურტანიძის თქმით, წლებია, კომპანიის გუნდი ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავს და ამას მომავალშიც გააგრძელებს.
„ავერსი" თავისი აფთიაქებით 25 წელზე მეტია პირველ რიგში, იმ ადამიანებს ემსახურება, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, თუმცა ჩვენ ყოველთვის გვინდოდა, ადამიანების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ იმ კუთხით, რომ ავად არ გახდნენ. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში ისეთი პროდუქტების შემოტანა გადავწყვიტეთ, რომელიც ემსახურება ადამიანის მოვლის საშუალებებს, ჰიგიენას და ა.შ.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართველი მომხმარებლები დადებითად შეხვდებიან ამ ფრანგულ და იტალიურ ბრენდებს და მათ პროდუქციას", - განაცხადა პაატა კურტანიძემ.
„ავერსის" მომხმარებლებს სააფთიაქო ქსელში „1902 მილ ფლორი"-ც დახვდებათ, რომელიც სხეულის მოვლის საშუალებათა ფრანგული ხაზია. ეს ჭეშმარიტად ფრანგული ხარისხის პროდუქცია 98%-მდე ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება, არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე პარაბენებს, სულფატებს, სილიკონს, საპონს, რაც ნიშნავს, რომ ის არ არღვევს კანის ლიპიდურ ბარიერს და, ამგვარად, ზედმიწევნით დამზოგველია სხეულისთვის. ეს ხაზი აერთიანებს ყვავილების, ხილისა და კენკრის, მათ შორის - შავი მოცხარის და ფორთოხლის ყვავილის, სურნელს.
პრემიუმკლასის ესპანური ბრენდი „ბოდი ნატური" კი ინოვაციური ხედვით გამოირჩევა და ოც წელზე მეტია, ქმნის თმის მოცილების საშუალებათა სრულყოფილ სპექტრს. „ბოდი ნატური" როგორც ქალების, ისე კაცების ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

ევროპული ბრენდების პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს უამრავი სურპრიზი დახვდათ. „ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ და ილო ბეროშვილმა, რომელთაც საღამო მიჰყავდათ, სწორედ „ლილაროუზის", „გუდქურისა" და „1902 მილ ფლორი"-ს როდუქცია გაათამაშეს. ასევე, გათამაშდა „ავერსის" ფიტნეს ცენტრის აბონიმენტიც. გათამაშებამდე კი პრეზენტაციაზე მისული სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით მომღერლები ნატო მეტონიძე და ლიზა ბაგრატიონი წარსდგნენ,
გათამაშების მიუხედავად, საღამოზე საჩუქრის გარეშე არცერტი სტუმარი არ დარჩენილა. ყველას მიეცა საშუალება, უმაღლესი ხარისხის ევროპული ბრენდების პროდუქცია თავად გამოსცადოს.
„ჩვენს სააფთიაქო ქსელში „ავერსში" სულ რამდენიმე დღეა, გამოჩნდა ევროპული ბრენდები. ეს გახლავთ ფრანგული, იტალიური და ესპანური პრემიუმ კლასის ბრენდები. ერთ-ერთი არის „ლილაროუზი", რომლის სტენდიც არის წარმოდგენილი თავისი პროდუქტებით.
ასევე, ჩვენს ქსელში წარმოდგენილია იტალიური ბრენდი „გუდქური", რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადად, ისეთ დამზოგველ ანტიოქსიდანტურ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც ჩვენს კანს გარემო დაბინძურებისგან იცავენ", - აღნიშნა ლალი ბრეგვაძემ.
საღამოზე მოწვეულები იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც. მის საქართველო 2003-ის გამარჯვებულმა, ირინა ონაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მას ჩვენი ქვეყნისთვის შედარებით ახალი ევროპული ბრენდების პროდუქცია თავად ჯერ არ დაუტესტავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ სანდო და ხარისხიანი იქნება.
ზოგადად, ძალიან მიხარია, რომ ამდენი ძალიან კარგი ცნობილი ბრენდი შემოვიდა ქართულ ბაზარზე. ჯერ არ გამომიცდია მათი პროდუქცია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი იქნება და მშვიდად შეიძლება ვიყოთ ქართველი ქალბატონები, რადგან ამდენი ხარისხიანი ბრენდის დახმარებით, შეგვიძლია, გვიან დავბერდეთ და მოვლილები ვიყოთ", - აღნიშნა მან.
პრეზენტაცია ტორტის გაჭრითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა. თავის მოვლის საშუალებების მოყვარულებს კი უკვე შეუძლიათ, უმაღლესი ხარისხის ევროპული პროდუქცია „ავერსის" ქსელში ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ.
პოლიტიკა
- უკრაინა მზადაა რეალური კომპრომისებისთვის, მაგრამ არა კომპრომისებისთვის ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ფასად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია - კახა კალაძე სოციალურად დაუცველთა სიების გადამოწმებაზე
- საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა არის 257 000, ბინადრობის ნებართვა გაცემულია 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე - ირაკლი კობახიძე
- ჩვეულებრივი ამბავია, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრიც იყოს დაბარებული - გია ვოლსკი ლევან დავითაშვილზე
საზოგადოება
- საქართველოში 21-22 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 23 თებერვალს კი იწვიმებს
- „თეგეტა“ „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს
- ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
სამართალი
- თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს
- საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა
- პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი, ხატია წერეთელი თავისუფალია
- პროკურატურა: ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულია ელისო კილაძე. ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება ოთარ ფარცხალაძეს
მსოფლიო
- უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ტერიტორიული საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება - ჯორჯია მელონი
- აშშ-ის პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა ამ ძალას ზოგჯერ შეიძლება იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენონ, ვეღარ აღდგეს - აიათოლა ალი ხამენეი
- მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს რვა წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
- დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ ისრაელის დარტყმებს - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















