სკანდალი: „უკადრებელი იკადრეთ, იქნებ ახლა მაინც ჭამოს სამართალმა პური“ - ყოფილი თანაგუნდელი მანანა კობახიძეს უპირისპირდება
საქართველო, თბილისი - 13:41 | 17.12.2015 ნანახია: 2069
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ინგა ზაბახიძე, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს ვრცელ პოსტს უძღვნის.
"ქალბატონო მანანა, იქნებ ახლა მაინც ჭამოს სამართალმა პური და იქნებ ახლა მაინც დაინახონ თქვენი ნამდვილი სახე. თქვენ უაზრო ინტრიგებს შეეწირა ჩემი არამარტო საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარეობა, არამედ ჩემი ოჯახიც. იქნებ მეც ამოვყარო ის მესიჯები, როგორ მაიძულებდით "ნაციონალების" მიერ დაფუძნებული გაზეთის უტენდეროდ და შეუსაბამოდ დიდი თანხით დაფინანსებას. როცა ვერ გამტეხეთ და კატეგორიულად გითხარით, რომ თქვენ გამო კანონს არ დავარღვევდი, ეს გაზეთი წააქეზეთ ჩემ წინააღმდეგ და რამდენიმე ნომერი მხოლოდ ჩემ ლანძღვას მიეძღვნა. ეს გაზეთი მამამ წაიკითხა და უჯანმრთელესი კაცი ინსულტით გარდაიცვალა, მამის სიკვდილი ვერ გადაიტანა ავადმყოფმა დედამ... მამის გარდაცვალების მეორე დღეს საჯაროდ ვაპირებდი საკრებულოს თავმჯდომარეობის დატოვებას და საჩხერიდან ამოწერასაც კი, სანამ თქვენ იქნებოდით მაჟორიტარი დეპუტატი. ამ განზრახვაზე ხელი "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ამაღებინა მხოლოდ ქვეყნის საკეთილდღეოდ.
"ქართული ოცნების" მოსვლის დღიდან ჩემი ყველა ამბიცია დავივიწყე და გვერდით ერთგულად დაგიდექით, მაგრამ ესეც ვერ დაინახეთ. თუმცა თქვენ თითონ აღიარებდით მოსახლეობასთან შეხვედრებზე რომ საჩხერეში რამდენი გიწვალია და გიშრომია, ეს უნდა დაგიფასდესო. კი, კარგად "დამიფასეთ". როდის გადამემტერეთ ასე ძალიან ? ალბათ მაშინ, როცა თქვენი "გუნდის" სერიოზული ფინანსური დარღვევების შესახებ პროკურატურას მივმართე და გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე მანამდე პარლამენტში თქვენი ნახვა მინდოდა. თქვენ თავი "დაიმდაბლეთ" და გვიან საღამოს საკრებულოში "გვეწვიეთ". რომ ვიცოდი ჩემს მიმართ თქვენი დამოკიდებულება საკრებულოს წევრებიც დავტოვე და ჩვენ "საუბარს" მოწმეებიც ყავს. როდესაც თქვენ უკადრებელი იკადრეთ და უდიდესი პოლიტიკური შეცდომა დაუშვით, მაშინ გითხარით, სირცხვილია პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყოთ, რატომ მარჯვენა არ მომტყდა ხმა რომ მოგეცითთქო! ახლაც იგივეს ვიმეორებ. ამის მერე აღარავის უკვირდა რატომ მიქციეთ ცხოვრება ჯოჯოხეთად. იქნებ ვინმემ იცის, რატომ არ გაიხსნა ის საქმეები დღემდე.
სამაგიეროდ, საჩხერეში ყველამ იცოდა რომ თქვენი თანადგომის მისაღწევად ჩემთან უნდა გამოეცხადებინათ ომი. ასე შეიქმნა იმ გაზეთის თანამშრომლებისთვის ახალი ადგილები. თქვენთვის ტელეფონიც კი გამითიშია, ისტერიულად რომ მლანძღავდით ხოლმე.წინა საკრებულოში დარჩენილი ნაციონალების ხელით რამდენჯერმე ჩემი იმპიჩმენტიც კი სცადეთ, მათ სანაცვლოდ ჩემ ადგილს პირდებოდით მაგრამ არ გამოგივიდათ. მათ ხვდებოდით საჩხერეში რომ ჩამოდიოდით , ჩემთან კი არასოდეს გითანამშრომლიათ. ჩვენი თურმე " ქალური ომის" ამბავი მთელმა საქართველომ იცოდა. თქვენგან "დაბლოკვას " სულ ვგრძნობდი , განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის სამინისტროში რომ დავრბოდი პროექტებისთვის, მაგრამ სიამაყით და მათ სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ მათი უდიდესი მორალური და საქმიანი მხარდაჭერით განვახორციელეთ ის პროექტები, რომლებიც ჩემი წამოსვლის შემდეგ დასრულდა და თქვენ "სიამაყით" ჭრით ლენტებს.
თქვენ, გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ დაუნდობელი ომი გამომიცხადეთ რეგიონებში " ქართული ოცნებიდან " ერთადერთ ხელმძრვანელ ქალს საქართველოში. აი, რატომ აღარ ვთანამშრომლობ გენდერულ საბჭოსთან. როცა მე " მომინელეთ", საჩხერის პოლიციის უფროსს რეზო კობახიძეს მიადექით, ალალ-მართალ და პატრიოტ კაცს, მუხლჩაუხრელად რომ იბრძოდა და შრომობდა " ქართული ოცნებისთვის". ის კიდევ უფრო მწარედ მოინელეთ ! მემაყება რომ ,ჩვენ დავიწყეთ " ახალი საჩხერის " შენება. მეამაყება რომ საკუთარი ხელფასიც კი არ მიმქონდა სახლში და ძალიან მშვიდად მძინავს,რომ საჩხერლების სიყვარულს და თანადგომას ვგრძნობ.ეეჰ, რამდენი წლის დარდი და ტკივილი ამოვთქვი . . . გავბედე, გავბედე იმიტომ რო არასოდეს ვყოფილვარ მშიშარა, არც მაშინ , როდესაც 7 ნოემბრის შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტი დავტოვე და არც მაშინ, როცა "პატარა საკრებულოს თავმჯდომარემ" პირში გითხარით სიმართლე "ამხელა ვიცე-სპიკერს ".იქნებ ახლა მაინც გამოფხიზლდეთ ვინმე, რა ხდება საჩხერეში. თუმცა ყველამ იცის , რომ საჩხერის სამი გამგებლიდან არცერთი არ ყოფილა " ლეგიტიმური გამგებელი, რეალური გამგებელი ყოველთვის იყო და არის ქალბატონ მანანას ბიუროს უფროსი. მის გარეშე " ჩიტიც ვერ ფრინავს საჩხერეში". პატივცემულო მამაკაცებო და პარტიის ლიდერებო! გენდერული კვოტირებით მხოლოდ პატიოსანი და დამსახურებული პროფესიონალი ქალებით დააკომპლექტეთ თქვენი პარტიული სიები და არა ისე, ვინ ვისთან ხართ " ვალდებული " თორემ მერე ყველაფერი ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ, საბოლოოდ კი ისევ ქვეყანა დაზარალდება", - წერს ინგა ზაბახიძე.
პოლიტიკა
- მინდა ცეცხლის სწრაფი შეწყვეტა მოხდეს, მაგრამ თუ დღეს ესარ მოხდება, ბედნიერი. არ ვიქნები - დონალდ ტრამპი
- სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება დიდი ნაბიჯია, თუმცა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და კეთილდღეობა საფრთხეშია, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებას გააგრძელებს - ჯო უილსონი
- ომში ვართ ავტორიტარულ რეჟიმთან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, ამ ომში ან საკუთარი დღის წესრიგი მოახვიოს სხვებს თავს ან წინააღმდეგობის ველი მოისუფთაოს და ასე იქცეს რეჟიმის ერთადერთ ალტერნატივად - ვახუშტი მენაბდე
- მინდა ვკითხო არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ევროკავშირი დაიწყებს მსჯელობას, როგორ შესრულდა პირობები, რა გაკეთდა, რა გაქვთ სთქმელი? - სალომე სამადაშვილი
საზოგადოება
- „თეგეტა მოტორსი“ გარემოსთვის - დაბა ბაკურიანი საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმენდილია
- PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
- „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
- ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
სამართალი
- პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
- კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- ანდრო ჭიჭინაძის და კიდევ 10 პირის საქმის მთავარი გამომძიებლის განცხადებით, ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის
- ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ასტრახანის ოლქში მდებარე პორტში დაბომბა გემი, რომელიც ირანული დრონების ნაწილებითა და საბრძოლო მასალით იყო დატვირთული
- დონალდ ტრამპმა ევროპელ და უკრაინელ ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ მზადაა, გარკვეული პირობებით, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს - Politico
- რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნაზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა
- დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინისგან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება