თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იწყება
საქართველო, თბილისი - 11:23 | 01.05.2019 ნანახია: 1696
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2-6 მაისს თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული გაიმართება, რომელსაც სახვითი ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს. ჩვენებები ძირითადი ადგილმდებარეობის გარდა გაიმართება ვერის პარკის საკალათბურთო დარბაზში, დინამოს სტადიონზე, აეროპორტის ანგარში, ზურაბ წერეთლის მონუმენტთან და საბჭოთა არქიტექტურის სხვა გამორჩეულ ძეგლებთან.
მოდის კვირეულის ფარგლებში 70-ზე მეტი დიზაინერი საკუთარ კოლექციას მუზეუმში მდებარე საგამოფენო დარბაზებშიც გამოფენს, რომლებიც დროებით მთლიანად კონცეპტუალური ხელოვნების სივრცეებად გარდაიქმნება.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოდის კვირეულს, პარტნიორების, მათ შორის სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, ასზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. თბილისში მსოფლიო მოდის დედაქალაქების ისეთი პრესტიჟული სავაჭრო სახლებიდან, როგორიცაა " Galeries Lafayette ", "Buying office", "Harvey Nichols", Net-a-Porter, Printemps Paris, Liberty London, Moda Operandi, Macondo Store, The Gloss, Browns Fashion შემსყიდველთა უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისს ეწვევიან ცნობილი გამოცემების: Elle, Vogue US, Vogue Italy, Vogue Japan, Vogue Poland, VOGUE Nederland, Vogue Russia, Vogue Czech, Vogue Mexico & Latin America, I-D Magazine, Dazed Magazine, Le Figaro, Conde Nast International, Forbes USA, Marie Claire Turkey, L’Officiel Paris, L’Officiel Turkey, Esquire Turkey, LVMH Group, The Times, Business of Fashion მთავარი რედაქტორები და ჟურნალისტები.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში 5 დღის განმავლობაში გაიმართება ჩვენებები, შოუები, წარმოდგენები, გამოფენები, მასტერკლასები და ცნობილი ბრიტანელი მოდის მენტორის ელისონ ლოუის (Alison Lowe) ვორქშოპი საერთაშორისო გაყიდვებში.
კვირეულის ერთ-ერთ გამორჩეული პერსონა ლეგენდარული იაპონელი არტისტი და დიზაინერი ჰიროში ფუჯივარაა, რომელიც თავის გუნდთან ერთად და ახალი იდეებით უკვე მეორედ ეწვევა თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულს. მსოფლიოში ქუჩის მოდის ერთ-ერთ პიონერად აღიარებული ფუჯივარა ტოკიოში ყველაზე ცნობილი მოდური უბნის ურა-ჰარაჯუკუს სულისჩამდგმელია. დღეს ტოკიოს ყველაზე კონცეპტუალური ქუჩა, არა მხოლოდ ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი, არამედ თანამედროვე იაპონიის მოდისა და ხელოვნების ცენტრიცაა. 80-იან წლებში პირველი მოდის სახლის "Good Enough"-ის შექმნამდე ჰიროში ფუჯივარა "Nike"-ის და "Levis"-ის მოდური ხაზის დიზაინერი იყო.
დღეისათვის ქართველი დიზაინერების სამოსი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ყველაზე პოპულარულ გალერეებსა და ბუტიკებში იყიდება. ქართველი დიზაინერების ნამუშევრები მსოფლიო ვარსკვლავებმა მოირგეს და ხშირად მათ სასცენო კოსტიუმებადაც ირჩევენ, მათ რიცხვშია: Lady Gaga, Bjork, Rihanna, Heidi Klum, Katy Perry, Beyoncé Knowles, Winnie Harlow, Olivia Culpo, Isabelle Huppert, Elle Fanning, Gigi Hadid, Paloma Faith, Lord, Kelela, Ashlee Simpson, Kat Graham, Amber Valletta, Jessie J, Kelly Zutrau, Janice Delon, Kristen Noel, Nathalie Kelley, Kelly Rowland, Solange Knowles, Kendall Jenner, Alek Wek, Pamela Anderson, Kourtney Kardashian, Mary J Blige, Angelina Jolie, Bella Hadid, Doutzen Kroes, Elizabeth Sulcer, Tiffany Hsu, Jessica Chastain, Lindsay Lohan, Isla Fisher, Tiffany Hsu, იორდანიის დედოფალი Rania, Kelsea Ballerini, Mathilde Ollivier და სხვა.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დიზაინერები "Pitti Uomo"-ს პრესტიჟულ გამოფენა-გაყიდვაზე მონაწილეობის შემდეგ იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გამოფენაზე “Fashion World Tokio 2019” მიიწვიეს. ქართველი დიზაინერების ნამუშევრები პარიზის, მილანისა და ლონდონის შოურუმებშიც გამოიფინა.
2019-2020 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს თბილისში 48 ქართველი და უცხოელი დიზაინერი, მათ შორის რამდენიმე პირველად წარმოადგენს. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში უცხოელ მოდის კრიტიკოსებთან და შემსყიდველებთან დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ქართველ დიზაინერებს, კავშირები დაამყარონ მოდის სამყაროში ცნობილ და გავლენიან ფიგურებთან.
24 წელია, რაც Mercedes-Benz მოდის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების ჩვენებების პარტნიორად იქცა. ანალოგიური მოდის კვირეულები ბერლინში, მილანში, ლონდონში, ნიუ-იორკში, სტამბულში, მოსკოვში და კიდევ სხვა მრავალ ქალაქში ტარდება ის 50 ქვეყანაში უწყობს ხელს ახალგაზრდა დიზაინერების აღმოჩენას და აცნობს მათ მსოფლიოს.
ღონისძიების მნიშვნელობა წელსაც ზუსტად ეხმიანება Mercedes-Benz Fashion Week-ის კონცეფციას: თანამედროვე მოდის ინდუსტრიისა და სახელოვნებო სცენის ერთდროულ წარმოჩენას. მოდა ბიზნესთან ერთად თანამედროვე ხელოვნების განუყოფელი ნაწილია. მოდის კვირეულზე ჩამოსული უცხოელი სტუმრები ახალი თაობის დიზაინერებთან ერთად ქართულ კულტურასაც ეცნობიან და მსოფლიოს აცნობენ.
მოდის კვირეული იმართება ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სსიპ-ის -"აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით.
პროექტის გენერალური პარტნიორები არიან: კომპანია Mastercard და AIR France. მოდის კვირეული ირჩევს " GULF"-ის საწვავს.
პროექტის მედია პარტნიორები არიან: ტელეკომპანია რუსთავი-2, ონლაინ ჟურნალი „Hammock Magazine”, ქართულენოვანი ბიზნეს გამოცემა „Forbes Women“ და რადიო „ფორტუნა პლუსი“.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















