"ევროპული საქართველო" პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას არ ესწრება
საქართველო, თბილისი - 12:42 | 06.03.2019 ნანახია: 934
"ევროპული საქართველო" პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრება. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მოხსენების დაწყებამდე, პარლამენტის წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
"იმის გამო, რომ „ევროპული საქართველოს“ აზრით, წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ მიმართა ამომრჩევლების მოსყიდვას, ცინიკურ მასობრივ მოსყიდვას, ძალადობასა და კრიმინალური სამყაროს დახმარებას, ხმის მიცემის ფარულობის მასობრივ დარღვევას, რიგ შემთხვევებში ბიულეტენების პირდაპირ ჩაყარას; იმის გამო, რომ ამის შედეგად დღემდე არავინ დასჯილი არ არის. მტკიცებუელბები სახეზეა და ვიდეოზეა აღბეჭდილი; იმის გამო, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ წინ წამოწია შავრაზმული, პროპუტინული ძალები, აწარმოა სიძულვილის და დაშინების კამპანია; იმის გამო, რომ ამან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს საზოგადოებას, დააზიანა ქვეყნის ავტორიტეტი; იმის გამო, რომ ზურაბიშვილი დღევანდელ თანამდებობაზე ამ პროცესის შედეგად არის მოხვედრილი და თავად იქცა ამ ყველაფრის სიმბოლოდ; ამ ყველაფერის გამო, „ევროპული საქართველო“ იყენებ უფლებას პოლიტიკური ბოიკოტის და არ დაესწრება ამ სხდომას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გუშინ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ ისინი არ აღიარებენ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციას და არ დაესწრებიან პრეზიდენტის გამოსვლას.
სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, მათ შორის, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის მქონე თემებთან დაკავშირებით ისაუბრებს. პრეზიდენტი აქცენტებს გააკეთებს ყველა მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის იმ საკითხებზე, რომელთა მიმართაც განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციათა თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში. მათი გამოსვლის შემდეგ უკვე გათვალისწინებულია უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერთა გამოსვლები.
პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეკითხვების ფორმატი გათვალისწინებული არ არის.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















