დედის ღვიძლით გადარჩენილი შვილის სიცოცხლე - 10-საათიანი ურთულესი ოპერაცია საქართველოში
საქართველო, თბილისი - 12:38 | 01.03.2019 ნანახია: 4106
ბათუმში, ზღვისპირა ქალაქში, რომელიც მზესთან და დასვენებასთან ასოცირდება, სადაც თითქოს მხოლოდ ბედნიერი ამბები უნდა ისმოდეს, ორი თვის წინ ახალგაზრდა ქალი შვილის გადასარჩენად იბრძოდა...
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სამსახურიდან სახლში დაბრუნებული დედა შვილის სიყვითლემ შეაშინა. მერე იყო ექიმთან ვიზიტი, გამოკვლევები და თავზარდამცემი დიაგნოზი...
ხათუნა ცეცხლაძე:
„დაახლოებით ორი თვის წინ სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს თამარი შეუძლოდ დამხვდა. ფერიც არ მომეწონა და მეორე დღესვე ექიმთან მივიყვანე. აღებული ანალიზი გერმანიაში გადააგზავნეს, ერთი კვირის შემდეგ პასუხი მოვიდა. როცა დიაგნოზის ფურცელი გადმომცეს, მითხრეს, აუტოიმუნური ჰეპატიტიაო. ვერ გავიგე, რას ნიშნავდა. მერე, რომ ამიხსნეს ჩემი შვილის დიაგნოზი, ადგილზე გავიყინე.
ღვიძლს ფუნქცია დაქვეითებული ჰქონდა და ყოველდღიურად მწვავდებოდა მდგომარეობა... ბავშვს თანდაყოლილი ჰეპატიტი აღმოაჩნდა. მე და ჩემმა მეუღლემ ინტერნეტში დავიწყეთ ამ დაავადების შესახებ ინფორმაციის მოძიება. რაც უფრო ბევრს ვიგებდით, მით უფრო გვიპყრობდა შიში. თამარი თბილისში, იაშვილის საავადმყოფოში, დავაწვინეთ. თუ არ ჩავთვლით უბრალო გაციებას, ამ 9 წლის განმავლობაში ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია“,- იხსენებს თამარის დედა.
გადასხმებით აჩერებდნენ ღვიძლის თვითგანადგურების შეუქცევად პროცესს, მაგრამ დრო არ ითმენდა. რა არის გამოსავალი? - პატარა თამარის მშობლების დასმულ ამ შეკითხვას მედიკოსებმა კონსილიუმის შემდეგ უპასუხეს: „დონორის პოვნა და ღვიძლის გადანერგვა“.
ყოველი დღე გადამწყვეტი იყო, უფრო სწორად, ყოველი წამი. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ოჯახს არც საკმარისი ფინანსური რესურსი ჰქონდა, რომ მსოფლიო მასშტაბით ღვიძლის დონორი მოეძებნათ და არც - დრო. მსოფლიო პრაქტიკის გამოცდილებით, პირველ რიგში მშობლები მოსინჯეს დონორებად. დედის ანალიზები დადებითი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობდა რისკი, რომ თეორიულად დადასტურებული დონორის ღვიძლს ოპერაციის შემდეგ პაციენტის სხეული არ შეითვისებდა.
„ღვიძლის ტრანსპლანტაცია გარდაუვალი იყო. იმის გამო, რომ ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, რეანომობილით ჩავიყვანეთ ბავშვი. როცა საოპერაციოში შევდიოდი, მეუღლეს და ოჯახის წევრებს ვუთხარი, თუ საჭირო გახდა მთლიანი ღვიძლის გადანერგვა, არც დაფიქრდეთ, მაშინვე მიეცით თანხმობა ექიმებს, მზად ვარ შვილის გადასარჩენად დავთმო სიცოცხლე-თქო.
შოკურ მდგომარეობაში ვიყავი, თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, როგორმე შვილი გადამერჩინა. საოპერაციოში რომ შემიყვანეს, მაშინ მოვედი გონზე... სამედიცინო იარაღები რომ დავინახე, გამოვერკვიე და მივხვდი, რა ურთულესი ოპერაცია ჰქონდა გადასატანი ჩემს გოგონას“ - გვიყვება ხათუნა ცეცხლაძე.
ქირურგ კახა ქაშიბაძეს, რომელსაც ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მანამდე ღვიძლის რამდენიმე ტრანსპლანტაცია ჰქონდა გაკეთებული, იმ დღეს ასმაგად საპასუხისმგებლო ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, 9 წლის პაციენტისთვის ღვიძლი საქართველოში პირველად უნდა გადაენერგა. ღელავდა ყველა, ქირურგის გარდა. პროფესიონალური ჩვევაა ემოციების გვერდზე გადადება და კონცენტრირება... იმ დღესაც ასე იყო.
ჯერ დონორს, 31 წლის დედას, ჩაუტარდა ოპერაცია და მერე მის შვილს, 9 წლის პაციენტს. ტრანსპლანტაციის პროცესი ზუსტად 10 საათს მიმდინარეობდა.
„არსებობდა იმის საშიშროებაც, რომ ანალიზით დადასტურებული დონორის ღვიძლი ოპერაციის შემდეგ არ გამომდგარიყო პაციენტისთვის. ღმერთის წყალობით და პროფესიონალი მედიკოსების დახმარებით ტრანპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა.
არ მახსოვს, მაგრამ ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ პირველად ბავშვის მდგომარეობა მიკითხავს. სანამ ტელეფონით გადაღებული ვიდეო არ მაჩვენეს პალატაში მწოლიარე შვილის, მანამდე ვერ მოვისვენე. არ ვიცი როგორ და რა გზით, ან თუ ოდესმე შევძლებ კახა ქაშიბაძისა და მისი გუნდის მიმართ მადლიერების გამოხატვას! მათ ყველაფერი გააკეთეს ჩემი შვილის გადასარჩენად და სიცოცხლე ხელმეორედ აჩუქეს. 25 დეკემბერს მე და ჩემი შვილი, ორივე, მეორედ დავიბადეთ!
ბევრი რამე შეიცვალა ოპერაციის შემდეგ. დილა მედიკამენტების მიღებით იწყება და დაძინებამდე ასე გრძელდება. წამლების რაოდენობა დროთა განმავლობაში შემცირდება“ - ამბობს თამარის დედა.
წარმატებით დასრულებული ოპერაციის შემდეგ ახლა 9 წლის თამარი და მისი დონორი დედა პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას სახლში გადიან. კვირაში ერთხელ ანალიზებს აბარებენ და ახალ სხეულთან ადაპტაციის პროცესს აკვირდებიან. ყოველი ანალიზის პასუხი სულ უფრო დადებითია. გადანერგილი ღვიძლი ფუნქციას წარმატებით ასრულებს და თამარის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ახლა დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
მძიმე დაავადებას თამარი სულ მალე უბრალო ისტორიად გაიხსენებს და ჩვეულებრივად გააგრძელებს ცხოვრებას, თანატოლებთან ბევრს ითამაშებს და როცა დიდი გოგო გაიზრდება, ეცოდინება რომ ქართველმა ქირურგმა ყველაფერი გააკეთა, რათა ეცოცხლა, ჯანმრთელი და მებრძოლი ყოფილიყო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















