საქართველოს ბანკის პარტნიორობით popXspotlight-ი გაიმართა
საქართველო, თბილისი - 15:17 | 20.11.2018 ნანახია: 2229
საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, მხარდაჭერით რიგით პირველი popXspotlight გაიმართა. ეს არის მარკეტინგული ღონისძიება Spotlight-ების სერიიდან, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს მიეძღვნა. საქართველოს ბანკისათვის, როგორც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკისთვის მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა, სფოთლაითი კი საუკეთესო სივრცეა გამოცდილების გაზიარებისა და იდეების გაცვლისთვის. საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ფორმატს - გამორჩეული და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები, არაორდინალური იდეები, ხედვები და ღირებულებები.
popXspotlight-ის პირველი ღონისძიების თემა იყო „გამბედაობა“. ღონისძიებაზე საკუთარი გამოცდილება აუდიტორიას პანელდისკუსიებისა თუ 13 წუთიანი გამოსვლების, ვორკშოფების საშუალებით, 26-მა მონაწილემ გაუზიარა. სპეციალურად ღონისძიებისთვის მოეწყო ექსპერიმენტული ოთახი და ოთახი ვორკშოპებისთვის. ღონისძიების პირველი ნაწილი მოიცავდა 5 დარბაზსა და 5 განსხვავებულ გამოცდილებას. სფოთლაითის მეორე ნაწილი დაეთმო ტრადიციულ ფორმატს, რომლის ფარგლებში 11-მა სპიკერმა 13+2 წუთში დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საკუთარ გამოცდილება, ხედვა და მოსაზრებები.
„საქართველოს ბანკი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში spotlight-ის ოფიციალური პარტნიორია. ბანკისათვის მნიშვნელოვანია განათლების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობა. ეს მიმართულებები წლებია ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, რათა საკუთარ მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ბანკი დიდ რესურსს დებს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. ამის დასტურია ის, რომ საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის სტრატეგიის დანერგვა დაიწყო და ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება BOG Fintech, სპეციალური პლატფორმა www.fintech.ge და ე.წ. API Sandbox - მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. საქართველოს ბანკი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















