ყაზახეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებები იქნება - ვაისი
საქართველო, თბილისი - 13:33 | 19.11.2018 ნანახია: 1562
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფის ბოლო მატჩისთვის ემზადება.19 ნოემბერს, დინამო არენაზე ვლადიმირ ვაისის გუნდი ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრებში დანაკლისია, ანდორასთან მატჩში გიორგი ნავალოვსკი დაშავდა, შემდეგ კი ვაისის გუნდს კიდევ ორი მოთამაშე გამოაკლდა, ბაჩანა არაბული და ოთარ კიტეიშვილი. შედეგად, ანდორასთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ერთბაშად სამი ფეხბურთელის გარეშე დარჩა.
ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრებს საბურთალოს თავდამსხმელი ვლადიმერ დვალიშვილი დაემატა. საქართველოს ეროვნული გუნდი ყაზახეთთან მატჩს 21 ფეხბურთელით შეხვდება.
მწვრთნელის თქმით, ნაკრები სამი ქულის მოპოვებას გეგმავს.
"ყაზახეთთან საინტერესო თამაშს ველით, სადაც გამარჯვებასა და სამი ქულის მოპოვებას ვგეგმავთ. ჩვენი მიზანია, რომ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის დროს მეოთხე კალათაში ვიყოთ და აღნიშნული სამი ქულა სწორედ ამაში დაგვეხმარება. გუნდში კარგი განწყობაა, ყველას ყაზახეთის დამარცხება და გულშემატკივრის გახარება სურს. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება. ერთა ლიგის დაწყებამდე ყაზახეთი ჯგუფის ერთერთ ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა, ჩემი აზრით, ფეხბურთელები მზად არიან, რომ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშონ და ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულონ” - აღნიშნა ვაისმა.
მისი თქმით, შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება, მათ შორის - იძულებითი. „იცით, რომ ნავალოვსკიმ ტვინის შერყევა მიიღო და ასეთი ტრავმით ის ვერ დაგვეხმარება. ცვლილებები იქნება და იმედი მაქვს, ისეთ შემადგენლობას შევარჩევთ, რომელიც გაიმარჯვებს”- - განაცხადა ვაისმა
საქართველოს ნაკრების 21-კაციანი შემადგენლობა ყაზახეთის წინააღმდეგ:
მეკარეები
გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები
ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)
ნახევარმცველები
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი)
თავდამსხმელები
ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ვლადიმერ დვალიშვილი (საბურთალო)
საქართველო-ყაზახეთის შეხვედრა, დინამო არენაზე 19 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















