ბერლინის კინოფესტივალი ანდერს ბრეივიკსა და პალესტინელ ტერორისტებზე
საქართველო, თბილისი - 14:42 | 25.02.2018 ნანახია: 1343
ბერლინალე რომ წელს კინემატოგრაფიული თვალსაზრისით არ გამოირჩევა, სულაც არ ნიშნავს, რომ ფესტივალმა სოციალურ-პოლიტიკური გზავნილები დაივიწყა. მაგალითად, საკონკურსო პროგრამაში ორი სრულიად განსხვავებული ფილმია, რომლებიც რეალურად მომხდარ ამბებს ეყრდნობა: 2011 წლის 22 ივლისს, ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე მომხდარი ტერაქტი, როდესაც ანდერს ბრეევიკმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში 78 ადამიანი მოკლა და მეორე, როდესაც 1976 წლის ივნისში, პალესტინელმა ტერორისტებმა Air France-ის თვითმფრინავი გაიტაცეს (რეისი თელ-ავივი-პარიზი).
ფილმი ოსლოს სამთავრობო რეზიდენციის წინ მომხდარი აფეთქებით იწყება, რომელიც ბრეევიკმა კუნძულ უტოიაზე გამგზავრების წინ დაგეგმა და განახორციელა. ამის შემდეგ უშუალოდ კუნძულზე გადაღებულ კადრებს ვხედავთ და 17 წლის კაიას (ანდრეა ბეტნსენი) ვეცნობით, რომელიც პირდაპირ მიმართავს კინოკამერას - „შენ ვერასოდეს გამიგებ, ამიტომ უბრალოდ მომისმინე“... მხოლოდ მოგვიანებით ირკვევა, რომ ის ტელეფონით დედას ესაუბრება და არა მაყურებელს.
სწორედ კაიასთან გატარებული 72 წუთი (ზუსტად იმდენი, რამდენი ხანიც ტერაქტი მიმდინარეობდა) აღმოჩნდება ფილმში ერთგვარი „ემოციური დეტონატორი“, რომელიც მთლიან და გაუჭრელ კადრს დოკუმენტურ დამაჯერებლობას მატებს. დიახ, ამ ერთ და მთლიან კადრში ჩატეულია გოგონას ტრაგედია, რომელიც მთელ მის ცხოვრებას იტევს. რეჟისორის ოსტატობა ის არის, რომ რეპორტაჟული თხრობის მიუხედავად, ბოლომდე ინარჩუნებს დისტანციასა და ნეიტრალურობას.
მაყურებელი კარგა ხნის განმავლობაში ვერ არკვევს კაია გამოგონილი პერსონაჟია თუ რეალური, ისევე როგორც ვერ არჩევს, ვინ არიან ახალგაზრდული ბანაკის სხვა წევრები. ვერც იმას ხვდება, როგორები არიან ისინი სინამდვილეში - მამაცები, სუსტები თუ ინდიფერენტულები. ეს ხაზგასმული ნეიტრალურობა კიდევ უფრო მძაფრია. მოსალოდნელი ჰორორი თუ ფეთქებადსაშიში ატმოსფერო თითქოს ჰაერშია გამოკიდებული, რომელიც ფილმის ბოლომდე არ ნელდება.
არავითარი სპეკულაცია, არანაირი სისხლი და გვამები - მხოლოდ რამდენიმე შტრიხითაა დანახული ტერაქტის შემზარავი სიჩუმე, რომელიც გვამების გროვაზე უფრო ძლიერ ზემოქმედებას ახდენს. არც რაიმე განსაკუთრებული საგმირო თუ სასიყვარულო ამბებია აღწერილი, რამაც დაღუპულებისადმი თანაგრძნობა უნდა აღძრას. თითქოს ფიორდებზე გადაღებულ რაღაც დოკუმენტურ მასალას ვუყურებთ და არა შემზარავი ტერაქტის ამსახველ ფილმს. რაღაც ეპიზოდებში შესაძლოა პიტერ ბრუკის მიერ 60-იანი წლების დასაწყიში გადაღებული შედევრი, „ბუზების ბატონი“ გაგახსენდეთ.
და მხოლოდ ფილმის მეორე ნახევარში, ნელ-ნელა იკვეთება ამგვარი „ნეიტრალურობის“ ქვეტექსტი და მიზეზები: რომ ცალკე აღებულ ყველაზე მშვიდ და უზრუნველ ქვეყანასაც კი არ შეუძლია წინა აღუდგეს ირაციონალურ ტერორიზმს; რომ ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც წლებით ნაშენებ ხელოვნურ სამოთხეს ააფეთქებს. ამიტომ რჩება ერთადერთი გზა და საშუალება: ვილაპარაკოთ რაც შეიძლება მეტი ტერორიზმზე, ოღონდაც ზუსტად, გამიზნულად და რეალობის შეცვლის მიზნით.
ამგვარი დიფერენცირებული თხრობა რეჟისორს საშუალებას აძლევს, გარკვეულწილად ნეიტრალური დარჩეს, ან პოზიცია აშკარად არ გამოხატოს; გარდა ამისა, მეტ-ნაკლები ობიექტურობით „დაშალოს და დაანაწევროს“ მთავარი სათქმელი. მოქმედება ხან ენტებეს აეროპორტში მიმდინარეობს, ხან ისრაელის სამხედრო შტაბში, ხან აეროპორტის დაბინძურებულ ტუალეტში, ხანაც ებრაელი ჯარისკაცის შეყვარებული გოგონას სარეპეტიციო დარბაზში, რომელიც მოცეკვავეა...
საბოლოოდ, ყველა დრამატურგიული ხაზი ფინალში იკვეთება, რაც ტერორისტების განადგურებით მთავრდება. განსაკუთრებით ემოციურია ფილმის ბოლოს ნაჩვენები დოკუმენტური კადრები, რომლებშიც ამ ტრაგედიის მონაწილე მძევლებისა და მათი ოჯახის წევრების შეხვედრაა ნაჩვენები. ერთი სიტყვით, ბერლინალე ყველა დროში ცდილობდა და ახლაც ცდილობს პოლიტიკური იმიჯი თუნდაც ისეთი მრავალგანზომილებიანი და რთული თემით გადაირჩინოს, როგორც ტეროროზმია.
თემურ ჯგერენაია
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















