საქართველოს ბანკმა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით უნიკალური პორტალი - ბიზნეს ჰაბი შექმნა
საქართველო, თბილისი - 13:47 | 26.04.2018 ნანახია: 2139
საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყების, მხარდაჭერისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით უნიკალური ქართულენოვანი პორტალი ბიზნეს ჰაბი შექმნა.
პორტალი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს გაეცნონ ბიზნესისთვის საჭირო და აქტუალურ ინფორმაციას, სხვადასხვა სახის ბიზნესსტრატეგიას, რაც შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ ადამიანს, მიიღოს რჩევები თუ როგორ წამოიწყოს, განავითაროს ან გააფართოვოს საკუთარი ბიზნესი.
პორტალის მნიშვნელოვანი ნაწილი თავმოყრილია ე.წ ტაბში „იდეიდან წარმატებამდე“, სადაც მოცემულია კონკრეტული რჩევები და ინსტრუმენტები, კონკრეტულად: ხელმისაწვდომია ინფორმაცია ბიზნესმოდელების, ბუღალტრული აღრიცხვის და სამართლებრივი საკითხების შესახებ, რომელიც ნებისმიერ მეწარმეს დასახული ამოცანების შესრულების შესაძლებლობას მისცემს. „ბიზნეს ჰაბის“, როგორც პორტალის, უნიკალურობას განაპირობებს მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის: პრაქტიკული რჩევები ფინანსური საჭიროების სამართავად, მარკეტინგის, გაყიდვების სტრატეგიის, ადამიანური რესურსების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს დაინტერესებულ პირებს ეფექტურად მართონ საკუთარი ბიზნესი.
პორტალის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ბანკის ბიზნესის ისეთი პროექტების შესახებ, როგორიცაა, DCFTA, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და პროგრამა აწარმოე საქართველოში. ასევე, პროექტზე #მევქმნი, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, პოპულარიზაციასა და მისი განვითარების ხელშეწყობას როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური თვალსაზრისით.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად შეუწყოს ხელი მცირე და საშუალო ბიზნესს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. სწორედ აქედან გამომდინარე, შევქმენით პორტალი „ბიზნეს ჰაბი“, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება მოიძიოს სწორედ მისთვის საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით. პორტალზე მოცემული მრავალფეროვანი სიახლეები შესაძლებლობას მისცემს ადამიანს, ზუსტად ჩამოაყალიბოს როგორ უნდა დაიწყოს, განავითაროს და მართოს, საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.
პორტალის შექმნის კვალდაკვალ, ბიზნესის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის საკონტაქტო ცენტრში შეიქმნა სპეციალური ქოლცენტრიც. ეს არის ბიზნესზე სპეციალიზირებული თანამშრომლების გუნდი, რომელიც მომხმარებლებს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას გაუწევენ ყველა მიმართულებით. ისინი უზრუნველყოფენ საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ტრანზაქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე ოპერატიულ რეაგირებას, როგორც საკრედიტო, ისე არასაკრედიტო პროდუქტებზე კლიენტების მოთხოვნების განხილვას.
სპეციალიზირებული ბიზნეს ქოლცენტრის მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს საბანკო პროდუქტების და სერვისების დისტანციური რეგისტრაცია, რაც კლიენტებს საშუალებას მისცემს სერვისცენტრში მიუსვლელად ჰქონდეთ ბიზნესისთვის საჭირო პროდუქტებზე და სერვისებზე წვდომა.
ბიზნეს ქოლცენტრს აქვს დამოუკიდებელი ნომერი: 2 44 42 42 ან 444 444 (3). ქოლცენტრი იმუშავებს ყოველდღე, 10:00 საათიდან-20:00 საათამდე. შაბათ დღეს 10:00 საათიდან 17:00 სთ-მდე, ხოლო კვირას კი 10:00 საათიდან 14:00 სთ-მდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვ, იხილოთ საქართველოს ბანკის პორტალი „ბიზნეს ჰაბი“ ვებგვერდზე: businesshub.ge
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















