საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ა/მანქანები დაუბრუნდებათ
საქართველო, თბილისი - 13:12 | 24.09.2015 ნანახია: 2406
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია 2012 წლამდე პერიოდში მომხდარი, მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის მორიგი 3 ფაქტი, მხილებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამდებობის პირები, რის შედეგადაც დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდებათ უკანონოდ ჩამორთმეული ა/მანქანები.
კერძოდ, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2010 წლის 11 ივნისს, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულ იქნა შპს „მათემოტორსი“-ს დამფუძნებელი გელა ბარკალაია, რომელსაც პატიმრობაში ყოფნის პერიოდში გადასცეს პროკურატურის მოთხოვნა, რომ თუ მას სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმროს დატოვება, მას უნდა შეეძინა 10 ერთეული „TOYOTA HILUX“-ის მარკის ავტომანქანა და ეჩუქებინა სახელმწიფოსათვის. გელა ბარკალაია იძულებული გახდა დათანხმებოდა პროკურატურის ამ მოთხოვნას.
2010 წლის 27 ივლისს, გელა ბარკალაიას წარმომადგენელმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებიდან პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის მიერ მასზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე, პროკურატურის მითითებით შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“-სგან 443 223 ლარად შეიძინა 10 ერთეული „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს მარკის ავტომანქანა.
აღნიშნულის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი, რომელსაც საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ გელა ბარკალაიას მიერ სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადასაცემი ავტომანქანების გადაფორმების საკითხების ორგანიზება უნდა მოეხდინა.
ვახტანგ ბოჭორიშვილმა, ბრალდებულ გელა ბარკალაიასთვის იძულებით ჩამორთმეული ქონების შენიღბვის და ა/მანქანების გადაფორმების პროცესისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოძებნა მასთან დაახლოებული ორი სანდო პიროვნება, რომლებმაც მათ სახელზე ბარკალაიას მიერ ნაყიდი ა/მანქანების გაფორმების შემდეგ, ისინი სახელმწიფოს აჩუქეს.
ამ გზით, შეინიღბა ბრალდებულის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ სახელმწიფოსთვის ა/მანქანების ჩუქების ფაქტი.
ავტომანქანების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემიდან მეორე დღესვე, 2010 წლის 03 აგვისტოს, გელა ბარკალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალა გირაოთი და 2010 წლის 17 აგვისტოს, პროკურატურამ მასთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარი, თუმცა საპროცესო შეთანხმების ოქმსა და სასამართლო განაჩენში გელა ბარკალაიას მიერ ავტომანქანების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემა არ ასახულა.
ა/მანქანის იძულებით ჩამორთმევაში, გამოძიების მიერ ასევე მხილებულია შსს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომელმაც 2010 წლის დეკემბერში, პოლიციის განყოფილებაში დაიბარა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული რევაზ ფერაძის ოჯახის წევრები და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ დაათმობინა ავტომანქანა „მერსედეს ბენც E320“. ა/მანქანის დათმობის შემდეგ კი რევაზ ფერაძესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც რევაზ ფერაძეს დაეკისრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 5 წლით პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 4000 ლარი.
ქონების ჩამორთმევაში მხილებულია, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელმაც 2010 წლის 09 თებერვალს, თავისთან დაიბარა თაღლითობისათვის ბრალდებული გივი ღუჭაშვილი და გადასცა თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მოთხოვნა, რომ მისი კუთვნილი „ნისან მურანოს“ მარკის ავტომანქანა - თავდაცვის სამინისტროსათვის უსასყიდლოდ გადაეცა. ნიკოლოზ ძიმცეიშვილისვე გადმოცემით აღნიშნულის შესრულების შემთხვევაში გივი ღუჭაშვილს გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კვლავ დააკავებდნენ.
განხორციელებული ზეწოლის შედეგად, გივი ღუჭაშვილმა უსასყიდლოდ გადაუფორმა ავტომანქანა თავდაცვის სამინისტროს, რომლითაც სარგებლობდნენ სამხედრო პოლიციის თანამდებობის პირები. მოგვიანებით მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 5000 ლარი.
აქვე მოგახსენებთ, რომ გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ხსენებული საჯარო მოხელეების მიმართ, გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. ამ თანამშრომლობის შედეგად, საქმეზე გაგრძელდება გამოძიება მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ორგანიზატორ და დავალების გამცემ თანამდებობის პირებზე.
ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი სამივე დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად აღდგენილი იქნება 3 დაზარალებულის დარღვეული უფლება. პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ბიზნესმენ გელა ბარკალაიას დაუბრუნდება უკანონოდ ჩამორთმეული 10 ა/მანქანა, ხოლო დანარჩენ ორ დაზარალებულს დაუბრუნდებათ 2 ა/მანქანა.
ამდროისთვის, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 20 დანაშაულებრივი ეპიზოდი, მხილებული 15 საჯარო მოხელე და დაზარალებულად ცნობილია 21 პირი, რომელთაც დაუბრუნდათ და ამჟამად დაბრუნების პროცესშია 26 ა/მანქანა, 2 მიწის ნაკვეთი, ოქროს ნაკეთობები, რომელთა ღირებულებაც მთლიანობაში შეადგენს დაახლოებით 1 939 000 ლარს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















