სრული ილუზიაა, რომ რუსეთის შემოთავაზებებიდან შეიძლება რაიმე კარგი გამოვიდეს - კაპანაძე
საქართველო, თბილისი - 14:07 | 14.03.2018 ნანახია: 1839
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არანაირ სივრცეს არ ტოვებს და მგონია, რომ სრული ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ რაიმე კარგი შეიძლება გამოვიდეს იმ შემოთავაზებიდან, რომელმაც რუსეთის მხრიდან გაიჟღერა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, ვითარება, რომელიც შეიქმნა პრემიერ-მინისტრის ძალიან ცუდი მიმართვის შემდეგ, არ არის ჯანსაღი და აზიანებს ქვეყანას.
"იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჩანდეს, როგორც ძლიერი აქტორი და არა სუსტი. ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ქვეყანას ასუსტებს და ქმნის იმის ილუზიას, თუ პიდაპირ კურსს არ ცვლის, რომ ჩვენ ახლა გადავდივართ რუსეთის მოთხოვნების შერულებაზე მათ შორის პირდაპირი დიალოგი ცხინვალთან და სოხუმთან, ასევე ჟენევის ფორმატის შეცვლა. ეს ჩვენს ინტერესებში არ არის და კარგი იქნება დამსახურებული შენიშვნებისთვის ოპოზიციის კრიტიკის ნაცვლად, პირიქით ქვეყანას მიხედონ და მისი ინტრრესების დაცვაზე იყვნენ გადართული. ჟენევის ფორმატის შეცვლა, საბოლოო ჯამში იქნება რუსეთის, როგორც მედიატორის სტატუსის გაჩენა და რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის დაკარგვა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სოხუმის და ცხინვალის სტატუსის გაზრდაზე. თუ ეს არ იგულისხმებოდა პრემიერის განცხადებაში კარგი იქნებოდა, რომ უკეთ განემარტა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არანაირ სივრცეს არ ტოვებს და მგონია, რომ სრული ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ რაიმე კარგი შეიძლება გამოვიდეს იმ შემოთავაზებიდან, რომელმაც რუსეთის მხრიდან გაიჟღერა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი რუსეთისადმი გაგზავნილ მიმართვაზე გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა. კვირიკაშვილის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















