გიორგი კვირიკაშვილი: მადლობა ლატვიას მხარდაჭერისთვის
საქართველო, თბილისი - 12:00 | 24.11.2015 ნანახია: 2091
„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ლატვიას ქართველი ხალხის სახელით, იმ მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველო იღებს ლატვიისგან უმნიშვნელოვანეს პერიოდში - როცა ხდება საქართველოს ახალი ისტორიის ფორმირება ევროპასთან ერთად“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტთან, ედგარს რინკევიჩსთან შეხვედრის დასრულების შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
საქართვლოს ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მინისტრმა კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ლატვიელ კოლეგას საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზზე მდებარე სოფელ დიცის მონახულებისთვის. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სრულად იზიარებს საქართველოს სამთავრობო სტრატეგიას რაც მიზნად ისახავს ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენას „ეს პრობლემა რომელიც საქართველოს აქვს, ასევე გახლავთ მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენი მეგობრებისთვის. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ სტრატეგიასა და პროექტებზე, რაც მთავრობას გააჩნია ამ მიმართულებით, კერძოდ იმისათვის, რომ ქართველებსა და აფხაზებს. ქართველებსა და ოსებს შორის მოხდეს ნდობის აღდგენა. მოხარული ვარ რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის სრული თანხმობა აღნიშნული სტრატეგიის მიმართ“- განაცხადა კვირიკაშვილმა.
ორი ქვეყნის მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ ლატვიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძალზედ ნაყოფიერად და წარმატებით ვითარდება. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით დინამიური იყო მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა, რომელთა დროს როგორც სხვადასხვა უწყებას, ისე რეგიონს შორის თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები გამოიკვეთა. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ სრულად უნდა იქნას ათვისებული სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი, რასაც ხელს შეუწყობს როგორც უახლოს მომავალში დაგეგმილი მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისია, ისე ბიზნესებს შორის გააქტიურებული კონტაქტები.
მინისტრებმა ნატო-ს ვარშავის სამიტსა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია თანამშრომლობის არსებული ინსტრუმენტების, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში, რომელშიც ლატვია ასევე არის ჩართული.
ედგარს რინკევიჩსი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს. იგი მოინახულებს საოკუპაციო ხაზს, სადაც ეწვევა სოფელ დიცის საბავშვო ბაღს, რომელიც ლატვიის მთავრობის მხარდაჭერით აღიჭურვა. ლატვიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან ლატვიის ეროვნულ დღისადმი მიძღვნილ მიღებას.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















