საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო მატჩებისთვის იკრიბება
საქართველო, თბილისი - 15:42 | 18.02.2018 ნანახია: 2135
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის იკრიბება. ილიას ზუროსმა 18 კანდიდატი გამოიძახა, რომელთაგანაც 23 და 25 თებერვლის მატჩებისთვის 12 კალათბურთელს შეარჩევს. ჩინეთში 2019 წელს გასამართი მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებს საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 თებერვალს ავსტრიაში გამართავს, ხოლო 25 თებერვალს კი გერმანიას თბილისში უმასპინძლებს.
ილიას ზუროსმა ნაკრებში 2 ახალ კანდიდატს უხმო: „რუსთავის“ სნაიპერი რეზო ჩაჩანიძე და „ქუთაისის“ ფორვარდი აკაკი ლომოური ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახეს. ჩაჩანიძე მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელია და 3 თებერვალს ქუთაისში გამართულ ოლ-სტარში სამქულიანების კონკურსიც მოიგო. ლომოური კი სტაბილურად - შედეგიანად თამაშობს სუპერლიგის ლიდერ „ქუთაისის“ შემადგენლობაში.
ფიბა-სა და ევროლიგის შეუთანხმებლობის გამო ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარებიან გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია, ხოლო დუდა სანაძესა და ბექა ბურჯანაძეს კვლავ ტრავმა აწუხებთ. ტრავმა მოირჩინა და ნაკრებს დაუბრუნდა ძირითადი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე, რომელიც ფორმაში არ გახლავთ, თუმცა ზუროსს მისი ეიმედება და მასთან კონსულტაციის შემდეგ ნაკრებში გამოიძახა.
ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ახალი წევრით შეივსო. მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის კიდევ ერთი ასისტენტი იქნება კლუბ მარნეულის „დელტას“ მთავარი მწვრთნელი, თემურ კანკია. მასთან ერთად ზუროსის ასისტენტები იქნებიან დავით როგავა, ტიჰომირ ბუიანი და მილოშ გლიგორიევიჩი.
საქართველოს ეროვნული გუნდი ვარჯიშებს 18 თებერვალს, სპორტის სასახლეში დაიწყებს. სამდღიანი ვარჯიშების შემდეგ მთავარი მწვრთნელი გუნდის ძირითად 12 მოთამაშეს დაასახელებს და 21 თებერვალს ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრება. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი ავსტრიისა და საქართველოს შორის ვენაში, 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრები ავსტრიიდან იმავე ღამეს დაბრუნდება და გერმანიასთან, 25 თებერვალს გასამართი მატჩისთის მზადებას თბილისის სპორტის სასახლეში განაგრძობს.
„დღეს ვიწყებთ საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას. მეორე ფანჯრის ორივე მატჩი უმნიშვნელოვანესია და ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მივუდგეთ. ქართული კალათბურთისთვის რთული მომენტია, ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თამაშებზე სრული შემადგენლობა გვყოლოდა, თუმცა ევროლიგასა და ფიბას შორის შეუთანხმებლობის გამო, იმ მოთამაშეებს, რომლებიც ევროლიგის კლუბებში თამაშობენ, დიდი სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, არ მიეცათ საშუალება ჩამოსულიყვნენ. ამიტომ, მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ამ რთულ პერიოდში უგულშემატკივრონ ქართულ კალათბურთს, გაიზიარონ ჩვენი მდგომარეობა, რადგან სწორედ ასეთ დროს არის აუცილებელი თანადგომა. მხარდაჭერა განსაკუთრებულად დასჭირდებათ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც ახლა გამოდიან ასპარეზზე. ველით, რომ საშინაო მატჩზე დარბაზი სავსე იქნება, რაც ჩვენს მოთამაშეებს ძალიან დაეხმარება საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად ყველა სირთულისა, ძალისხმევას არ დავიშურებთ, ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ და შევეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. გარდა ამისა, წინ კიდევ მესამე ფანჯარაა, ორ თამაშს საქართველოში ჩავატარებთ სრული შემადგენლობით და სავსე დარბაზით, სადაც შესაძლებლობა გვექნება, გადავფაროთ ყველანაირი ცუდი შედეგი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს ამ საერთო საქმის მხარდაჭერისათვის“, განმარტავს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი.
„ნაკრებში ნამდვილად რთული სიტუაციაა, ბევრ მოთამაშეს ტრავმა აქვს, მოგვიწევს ევროლიგის მოთამაშეების გარეშე მატჩების ჩატარება, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ პრობლემების გადასაჭრელად, თუმცა ყველა მათგანის მოგვარება ვერ შევძელით. ავსტრიას კარგად შეთამაშებული გუნდით საკუთარ მოედანზე ნამდვილად უპირატესობა აქვს, თუმცა გერმანიასთან ბევრი რამ ჩვენს ხელშია. ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და საკმაოდ დიდი აქტიურობაც დაფიქსირდა, ამიტომ, მოვუწოდებ გულშემატკივარს, არ დაელოდონ ბოლო დღეებს, რაც შეიძლება მალე შეიძინონ ბილეთები და მხარი დაუჭირონ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს“, აცხადებს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა.
|
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა |
||||
|
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი |
||||
|
ავსტრია - საქართველო 23.02.2018 საქართველო - გერმანია 25.02.2018 |
||||
|
მოთამაშეები |
პოზიცია |
სიმაღლე |
გუნდი |
|
|
გიორგი ცინცაძე |
1 |
192 |
პოლიტექნიკა (რუმინეთი) |
|
|
მაიკლ დიქსონი |
2/1 |
186 |
ბაჰჩეშეჰირი (TBL, თურქეთი) |
|
|
გოგა ბითაძე |
5 |
211 |
მეგა ბიმაქსი (სერბეთი) |
|
|
ილია ლონდარიძე |
5/4 |
206 |
დინამო |
|
|
მიხეილ ბერიშვილი |
3/4 |
203 |
დინამო |
|
|
ანატოლი ბოისა |
3/2 |
196 |
კაკტუსი |
|
|
ბექა ბექაური |
4/5 |
208 |
ქუთაისი |
|
|
მერაბ ბოქოლიშვილი |
2 |
194 |
ოლიმპი |
|
|
ნიკა ცქიტიშვილი |
4/5 |
213 |
ბიბლოსი (ლიბანი) |
|
|
ლევან ფაცაცია |
3/2 |
198 |
მარნეული |
|
|
აკაკი დვალიშვილი |
5/4 |
208 |
ქუთაისი |
|
|
ბექა წივწივაძე |
1 |
188 |
ქუთაისი |
|
|
რევაზ როგავა |
2 |
193 |
ოლიმპი |
|
|
ნიკა დარბაიძე |
3/4 |
203 |
ოლიმპი |
|
|
გეგი ბაქრაძე |
5/4 |
203 |
ოლიმპი |
|
|
აკაკი ლომოური |
3/4 |
200 |
ქუთაისი |
|
|
რეზო ჩაჩანიძე |
2/3 |
190 |
რუსთავი |
|
|
ოთარ ფხაკაძე |
1 |
188 |
მგზავრები |
|
|
1 - გამთამაშებელი, 2 - მსროლელი, 3 - მსუბუქი ფორვარდი, 4 - მძიმე ფორვარდი, 5 - ცენტრი |
||||
|
სამწვრთნელო შტაბი |
||||
|
ილიას ზუროსი |
მთავარი მწვრთნელი |
|||
|
გეორგიოს ლიმნიატისი |
მთ. მწვრთნელის ასისტენტი |
|||
|
მილოშ გლიგორიევიჩი |
მთ. მწვრთნელის ასისტენტი |
|||
|
ტიჰომირ ბუიანი |
მთ. მწვრთნელის ასისტენტი |
|||
|
დავით როგავა |
მთ. მწვრთნელის ასისტენტი |
|||
|
თემურ კანკია |
მთ. მწვრთნელის ასისტენტი |
|||
|
ირაკლი შიოშვილი |
ფიზმომზადების მწვრთნელი |
|||
|
თემურ ხვედელიძე |
ექიმი |
|||
|
ზურა სულეიმანაშვილი |
ექიმი |
|||
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















