„ახალი მემარჯვენეები“: მოვუწოდებთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის ერთობლივი მხარდაჭერისკენ
საქართველო, თბილისი - 12:17 | 20.11.2015 ნანახია: 2124
გუშინ ჩვენი საზოგადოება მოწმე გახდა მმართველ კოალიციასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის კიდევ ერთი ურთიერთბრალდებებისა, ამჯერად ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის პროცესთან დაკავშირებით, ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეები" განცხადებას ავრცელებენ.პარტიის წევრების განცხადებით, ისინი გმობენ, ნებისმიერი მხარის მიერ ვიზალიბერალიზაციის პროცესის ხელის შეშლას და პროვოკაციებს აღნიშნულ თემასთან მიმართებაში.
"ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დასკვნა, რომელსაც ველოდებით ევროკომისიისგან ამ საკითხთან დაკავშირებთ იყოს დადებითი და საქართველომ მოიპოვოს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება. ამიტომ, ამ სიტუაციაში, აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია მსგავსი ურთიერთბრალდებები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას.
„ახალი მემარჯვენეები“ გამოვდივართ ინიციატივით ამ პროცესისადმი მხარდაჭერა ერთობლივად დავადასტუროთ საქართველოში მოქმედმა ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ, როგორც მმართველმა, ისე ოპოზიციურმა, ვისაც ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.
მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს დაუყოვნებლივ დავიწყოთ კონსულტაციები, რათა მომზადდეს ერთობლივი მიმართვის ტექსტი, რომელშიც დავაფიქსირებთ ჩვენს მტკიცე ნებას და მზადყოფნას საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ამ ერთობლივი განცხადებით უახლოეს დღეებში მივმართავთ ევროკომისიას, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ეს იქნება ჩვენი, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის გამოხატულებაც და გარკვეული გარანტიებიც ევროკავშირისთვის, რომ საქართველო მზად არის ამ გადაწყვეტილებისათვის.
მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პარტიებს შორის დაპირისპირების და ერთმანეთის მიმართ კრიტიკული განწყობებისა, მოვუწოდებთ ყველა დემოკრატიულ ძალას, რომელიც აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ამ პროცესში, იხელმძღვანელოს სახელმწიფო ინტერესებით და შეუერთდეს ერთობლივ მიმართვას", - აღნიშნულია "ახალი მემარჯვენეები" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















