დიმიტრი ქუმსიშვილი ხალხური რეწვის დარგის განვითარების პრეზენტაციას დაესწრო
საქართველო, თბილისი - 15:57 | 18.11.2015 ნანახია: 1984
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიდღეს „ხალხური რეწვის დარგის განვითარების“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე პოტენციური ბენეფიციარები, უცხოური დონორი ორგანიზაციებისა და რეწვის დარგის წარმომადგენლები. ღონისძიება ქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ გახსნა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, პრეზენტაციის მიზანი პოტენციური ბენეფიაციარებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული ხელშეწყობის ინსტრუმენტებისა და პროგრამის განხორციელების დეტალების გაცნობა იყო. აღნიშნული პროგრამა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დაამტკიცა.
„ჩვენ მივესალმებით აღნიშნულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც მოხდება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტურიზმი არის ერთ-ერთი ძირითადი ეკონომიკური მიმართულება და შესაბამისად, ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა ის, რომ ტურისტებს რაც შეიძლება უფრო მრავალფეროვანი სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ. ამ ნაწილში კი, ხალხური რეწვის პროდუქცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, რომელმაც ზუსტად ის დამატებითი ღირებულება უნდა შექმნას ქვეყანაში, რომელიც ძალიან გვჭირდება“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამა ხელს შეუწყობს ხალხური რეწვის დარგში მოღვაწე მეწარმე სუბიექტების როგორც სამეწარმეო პირობების, ასევე პროფესიული ცოდნის ამაღლებას, სუვენირების ბაზრის განვითარებას, ხალხური რეწვის სალონების ტურისტულ ატრაქციად გარდაქმნას და ქართული ხალხური რეწვის პროდუქტების ცნობადობის ზრდას საზღვარგარეთ.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















