ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის 58-ე შეხვედრა გაიმართა
საქართველო, თბილისი - 20:44 | 23.09.2015 ნანახია: 3796სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ბერაია და დეპარტამენტის წარმომადგენლები გორის რაიონის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის რიგით 58-ე შეხვედრას დაესწრნენ. მონაწილეებმა განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ინციდენტები. შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების, მავთულხლართებისა და ღობეების უკანონო აღმართვის ფაქტებზე, რაც უხეშად არღვევს ადამიანების უფლებებს და ზღუდავს მათი გადაადგილების თავისუფლებას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების შემთხვევებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ისაუბრეს საოკუპაციო ძალების საფრენი აპარატების მიერ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე და განაცხადეს, რომ აღნიშნული ქმედება ცალსახად პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა 2008 წლის აგვისტოში უგზო-უკვლოდ დაკარგული გრიშა ნალბანდოვის საქმის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო 2014 წლის მარტში გაუჩინარებული, ოკუპირებული ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის საკითხსაც, რომლის ცხედარიც 2015 წლის იანვარში ახალგორის რაიონის სოფელ დოლიაანის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ასევე დაისვა მიმდინარე წლის 16 ივლისს სოფელ წითელუბანში საოკუპაციო ძალების მიერ მოხსნილი დროშის დაბრუნების საკითხი. მომდევნო შეხვედრა 2015 წლის 29 ოქტომბერს გაიმართება.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















