ირაკლი ღარიბაშვილი: გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი მიღწევები იქნება სათანდოდ აღიარებული
საქართველო, თბილისი - 10:33 | 17.11.2015 ნანახია: 2030
საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სხდომაზე სათანადოდ შეფასდა ასოცირების ხელშეკრულების ეტაპობრივი განხორციელების პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში.
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
“კერძოდ, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესმა მნიშვნელოვნად დააჩქარა საქართველოს ტრანფორმაცია და მოდერნიზაცია. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიის კონსოლიდაცია, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტალურ თავისუფლებათა დაცვა და ეკონომიკური სტაბილურობისა და ზრდის უზრუნველყოფა,”-აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო აფასებს ევროკავშირის მხარდაჭერას რეფორმების გატარების პროცესში და იმედის თვალით შეჰყურებს სამომავლო დახმარებას. მანვე ვიზების ლიბერალიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
“ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგში. საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ეტაპობრივი მიზნების მისაღწევად. გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი მიღწევები იქნება სათანდოდ აღიარებული და ასახული ევროკავშირის დადებით შეფასებაში, რაც შედეგად მოიტანს საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლას ევროპაში. საქართველოს მოქალაქეთათვის ეს გადაწყვეტილება იქნება უტყუარი დემონსტრირება იმისა, რომ ევროპულ არჩევანს მოაქვს კონკრეტული შედეგები,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















