„საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა“ - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველო, თბილისი - 15:53 | 11.11.2015 ნანახია: 2080
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ანგარიშს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. დოკუმენტში ასახულია 2011 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმებისა და აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაცია.
მინისტრის შეფასებით, წარმოდგენილი ანგარიში ცხადყოფს იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური პრინციპების უზრუნველსაყოფად და დემოკრატიული, ევროპული ტიპი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.
„გუშინდელმა განხილვამ, ნათლად წარმოაჩინა ის პროგრესი, რასაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზაზე, ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორიც არის სასამართლოს დამოუკიდებლობა; სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმები; წამების და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები; მედია-გარემოს და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა და კოდექსის შემუშავება; უმცირესობათა ინტეგრირება საზოგადოებაში და ქვეყანაში ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების უზრუნველყოფა“ - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ეს განხილვა ასევე უმნიშვნელოვანესი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებითაც. რადგან გაეროს წევრი ქვეყნების მხრიდან ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არსებობა.
„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლების განმალობაში შეძლო ადამიანის უფლებათა სფეროში ამგვარი პროგრესის მიღწევა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას ააშენოს ჭეშმარიტად დემოკრატიული, ევროპული ტიპის სახელმწიფო და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრესს აფასებენ და ხედავენ ჩვენი პარტნიორები.
საქართველოს მთავრობის დელეგაცია მადლობას უხდის განხილვაში მონაწილე დელეგაციებს გამოთქმული შეფასებებისა და რეკომენდაციებისათვის. განხილვაში მონაწილეობა მიიღო გაეროს 71-მა წევრმა სახელმწიფომ.
ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ პროცესის ყველა მონაწილეს, მათ შორის: საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარსა და გაეროს განვითარების პროგრამას დაინტერესებისა და ანგარიშის მომზადებაში შეტანილი წვლილისათვის.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ 2 კვირის წინ საქართველო აირჩიეს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2016-2018 წლის ვადით და მოხარული ვართ, რომ ქვეყანამ ღირსეულად შეაბიჯა ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი დონის გაერთიანებაში, სადაც ის გააგრძელებს ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური პრინციპების დაცვას“ - განაცხადა მინისტრმა
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















