“MISS UNIVERSE 2016”-ის გრანდიოზული ფინალური შოუ, 29 იანვარს, მანილაში გაიმართება
საქართველო, თბილისი - 11:46 | 11.01.2017 ნანახია: 2098
“MISS UNIVERSE 2016”-ს ფილიპინები მასპინძლობს. „მის სამყაროს“ ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრის“ ინფორმაციით, სილამაზის საერთაშორისო კონკურსის “MISS UNIVERSE 2016”-ის გრანდიოზული ფინალური შოუ 29 იანვარს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, Mall of Asia Arena-ზე გაიმართება.
ღონისძიება პირდაპირი ეთერით გადაიცემა ამერიკის შეერთებულ შტატებში ტელეკომპანია FOX-ის მიერ.
65-ე «მის სამყარო»-ს ფინალზე საქართველოს წარადგენს «მის საქართველო»-ს ტიტულის მფლობელი, „იმიჯ ცენტრის“ წარმატებული მოდელი, ნუკა ყარალაშვილი.
წელს “მის სამყაროს” ფინალზე 85 ქვეყნის წარმომადგენელი იწონებს თავს და მათი შეფასება შესაძლებელია მის სამყაროს ოფიციალურ ვებ გვერდზე და სოციალური ქსელების მეშვეობით:
http://missuniverse.com/members/profile/825393/year:2016
საქართველოს წარმომადგენელი ნუკა ყარალაშვილი წლის განმავლობაში ინტენსიურად ემზადებოდა მის სამყაროზე გასამგზავრებლად.
მის ჩაცმულობაზე იზრუნა მოდის სახლმა “მარიონელა”, რომელმაც სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაამზადა ნაციონალური და საღამოს კაბები.
საერთაშორისო კონკურსის მიმდინარეობისას ნუკას, დანარჩენ კონკურსანტებთან ერთად, ელით წინაშესარჩევი ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, რის მიხედვითაც ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციებში.
ფინალურ შოუმდე კონკურსანტებს ექნებათ ძალიან დატვირთული გრაფიკი. გაიმართება სხვადასხვა ღონისძიები, მათ შორის ნაციონალური საჩუქრის აუქციონი და ნაციონალური კოსტიუმების შოუ.
შეგახსენებთ, რომ სილამაზის კონკურსი “მის საქართველო” კომპანია “იმიჯ-ცენტრი”-ს ორგანიზებით წარმატებით ტარდება ჩვენს ქვეყანაში და მასში ყოველწლიურად უამრავი გოგონა იღებს მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
“იმიჯ ცენტრში” უკვე მიმდინარეობს მის საქართველო 2017-ში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია ნიკო ნიკოლაძის 6-ში.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















