დიმიტრი ქუმსიშვილი კახეთში სასტუმრო „შატო შუხმანის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო
საქართველო, თბილისი - 10:42 | 24.10.2015 ნანახია: 2152კახეთში, „შატო შუხმანის“ გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში აჰმედ აივეიდა დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე კახეთის რეგიონის სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორი, ალავერდელი მიტრიპოლიტი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„შუხმან ვაინს ჯორჯია“ თელავის რაიონის სოფელ კისისხევში რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა. მისი დამფუძნებელი და ინვესტორია გერმანელი მეცენატი ბურხარდ შუხმანი, რომლის თაოსნობით აშენდა თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმო, ღვინის მარანი და განახლდა სასტუმრო „შატო შუხმანი,“ რომლის პრეზენტაციაც 23 ოქტომბერს გაიმართა. კომპანია ყოველწლიურად 2 მილიონ ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს და მისი პროდუქცია მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. „შუხმან ვაინს ჯორჯიაში“ ამჟამად 260 ადამიანია დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა კი 6,5 მილიონ ევროს შეადგენს.
„პირველ რიგში მინდა ბატონ შუხმანს მივულოცო დღევანდელი დღე. ეს არის გერმანელი ინვესტორი, რომელიც კარგა ხანია საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებს. მისი ინვესტიციები დაიწყო მცირედით და დღეს კომპანიის შატო უკვე მოზრდილი სასტუმროა. გაყიდვებიდან, რომელიც „შუხმან ვაინს“ აქვს, შარშანდელი წელი იყო მილიონ ოთხასი ათასი ბოთლი და მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ წელს, ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში საკმაოდ დიდი პრობლემებია, ამ საწარმოს კარგი გაყიდვები ექნება. მინდა აღვნიშნო, რომ ტურიზმი და მეღვინეობა არის საქართველოს ეკონომიკის ტრადიციული მიმართულებები და შესაბამისად, ყველა წარმატება, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, ჩვენ ძალიან გვახარებს და ამას ყველანაირად ხელს ვუწყობთ. ამ მიმართულებით კომპანიას გამოყენებული აქვს როგორც პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ ასევე სხვა პროგრამები, რომელიც სახელმწიფომ დანერგა და შესაბამისად, დღეს უკვე შედეგს ვნახულობთ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ “შუხმან ვაინს ჯორჯიამ” მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. მათი დახმარებით მოხდა სასტუმრომდე მისასვლელი ერთკილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, გაიმართა წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემები, რის შედეგადაც კომპანიამ შექმნა დამატებითი 50 სამუშაო ადგილი და გააფართოვა არსებული ბიზნესი.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















