ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" საახალწლო გალა კონცერტს გამართავს
საქართველო, თბილისი - 21:55 | 20.12.2016 ნანახია: 2056
28 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" საახალწლო გალა კონცერტს გამართავს.
ფონდის ხელმძღვანელის ნინო სურგულაძის განცხადებით, საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი შემსრულებლები, ასევე უცხოელი სტუმრები, რომლებიც თბილისში სპეციალურად ქართველი ბავშვების დასახმარებლად ჩამოვლენ.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ნინო სურგულაძე, კორსიკული ჯგუფი "სარტენე", იტალიური ჯგუფი "ლე დივას", ოლივერ პული, შოტლანდიიდან სპად დი ფაიფერი, ფრანჩესკო ტასკაიალი.
ასევე - ანსამბლები "რუსთავი", "ბასიანი", "ქართული ხმები", "გეორგიკა", "ირიაო", გორის ქალთა კამერული გუნდი, ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო მირიან ხუხუნაიშვილი, ნინო სურგულაძე, მომღერალი სოფიკო კაკულია, ნიკა ნიკვაშვილი.
"ამჯერად გვექნება განსხვავებული ფორმატი, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი შემსრულებლები და ასევე მოწვეული სტუმრები საზღვარგარეთიდან. კონცერტში მონაწილეობენ: ანსამბლები "რუსთავი", "ბასიანი", "ქართული ხმები", "გეორგიკა", "ირიაო", გორის ქალთა კამერული გუნდი, რომლებიც ძალიან დიდი წარმატებით მოგზაურობენ მსოფლიოში ქეთი მელუასთან ერთად. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ჩემი ქართველი კოლეგები სრულიად უანგაროდ მონაწილეობენ კონცერტში, რაც მე ძალიან მახარებს და ეჭვიც არ მეპარებოდა. ასევე ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც უხელმძღვანელებს მაესტრო მირიან ხუხუნაიშვილი. საღამოში მონაწილეობას მიიღებს ასევე არაჩვეულებრივი მომღერალი სოფიკო კაკულია, რომელიც წარსულში არაერთ კონცერტში მონაწილეობდა და ამ პაუზის შემდეგ გამოჩნდება ჩვენს კონცერტში, მას ნიკა ნიკვაშვილი გაუწევს პარტნიორობას.
ასევე, კონცერტში მონაწილეობს კორსიკული ჯგუფი "სარტენე", რომლის წევრებიც მიუხედავად მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეებისა, სპეციალურად ჩამოვლენ ჩვენთან, რათა ჩვენს ბავშვებს დაუდგნენ გვერდით, ასევე იტალიიდან ჩამოვა "ლე დივას", ანსამბლი, რომელიც ბოჩელთან ერთად ხშირად გამოდის მსოფლიო ტურნეებზე, მონაწილეობას მიიღებს შოტლანდიიდან ჩვენი სტუმარი სპად დი ფაიფერი, რომელიც მისი ოჯახის ისტორიით დაკავშირებულია ინგლისის დედოფალთან და ასევე მადონასთან, მან დაუკრა მადონასა და გაი რიჩის ქორწილში, რის შემდეგად მსოფლიო პრესა მის შესახებ საუბრობდა, არის ქველმოქმედი და ძალიან კარგი მუსიკოსი, უამრავი კონკურსის გამარჯვებული, რომელიც სიხარულით მოდის, ასევე ფრანჩესკო ტასკაიალი, რომელიც 24 წლისაა და მსოფლიომ გენიოსად აღიარა, 13 წლიდან წერს ძალიან საინტერესო მუსიკას და შეასრულებს თავის ნაწარმოებს. ასევე დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვა ოლივერ პული, რომელსაც ჩვენ ყველა ძალიან კარგად ვიცნობთ.
ძალიან დიდი შემადგენლობაა, დიდი კონცერტია და რაც მთავარია, ემსახურება ძალიან კარგ მიზანს, რომ ერთად გადავარჩინოთ ბავშვები, რომლებსაც სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ დახმარება. ჩვენ უკვე ყველამ ერთად, ერთობლივი ძალისხმევით დავეხმარეთ 40-მდე ბავშვს. არაფერია შეუძლებელი სიკეთით, სიყვარულით და ერთად დგომით.
კონცერტის გენერალური პარტნიორია კომპანია "სოკარი", ღონისძიების მასპინძელია "რუმს ჰოტელი ", - აცხადებს ნინო სურგულაძე.
საქველმოქმედო გალა-კონცერტი 28 დეკემბერს, 21:30 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზში დაიწყება და ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გადაიცემა. იმოქმედებს ნომერი - 0901 900 999, ზარის ღირებულებაა ერთი ლარი.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















