ბათუმი განსაკუთრებული ახალი წლისთვის ემზადება - გრანდიოზული კონცერტი ღია ცის ქვეშ
საქართველო, თბილისი - 12:50 | 09.12.2016 ნანახია: 3848
ბათუმი განსაკუთრებული ახალი წლისთვის ემზადება. როკის, ფანკის, პოპის, ფოლკისა და ალტერნატიული მუსიკის მოყვარულებისთვის 25-დან 2 იანვრის ჩათვლით ევროპის მოედანი საყვარელი შეკრების ადგილად იქცევა. Salio, Young Georgian Lolitaz, DJ Ako Von Unten, Mellow, the Bearfox, Asea Sool, არა - მცირე ჩამონათვალია იმ ბენდებისა და მუსიკალური ჯგუფებისა, რომლებიც სტუმრების საახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ. საახალწლო კონცერტები სპეციალური დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე 25 დეკემბერს დაიწყება და 3 იანვრამდე გაგრძელდება.
ევროპის მოედანს განსაკუთრებულ ელფერს „საახალწლო სოფელი“ შესძენს, რომელიც 25 დეკემბერს გაიხსნება. სოფლის ტერიტორიაზე სპეციალური ინსტალაციებით განათებულ ჯიხურებში განთავსდება კვების ობიექტები და ღვინის კომპანიები. იქვე განთავსებული შეშის ბუხრები, გლიტვეინი და ენერგიული მუსიკა კი მოედანზე მისულ ადამიანებს დაეხმარება მიუხედევად ზამთრის სუსხისა გაიუმჯობესონ განწყობა და ერთად აღნიშნონ ახალი წელი. საახალწლო განწყობის შექმნას ხელს განსაკუთრებით შეუწყობს ის საჩუქრები, კონკურსები და გათამაშებები, რომლებიც ევროპის მოედანზე მისულ ადამიანებს დახვდებათ.
წინასაახალწლოდ ევროპის მოედანი საინტერესო იქნება ბავშვებისთვისაც. 25 დეკემბრიდან პატარებისთვის ჯადოსნურ გარემოს სანტა კლაუსი და მისი მეგობრები შექმნიან. სანტას კარნავალი მასში მონაწილე ელფებით, ზღაპრის გმირებითა და ოჩოფეხებით ბავშვებს საშუალებას მისცემს ზღაპარში იმოგზაურონ. სურათის გადაღების მსურველებებს კი თოვლის ბაბუა ნაძვის ხის გვერდით სპეციალურად მოწყობილ „სანტას კუთხე“-ში დაელოდება.
რაც შეეხება 31 დეკემბერს, ევროპის მოედნის სტუმრები ახალი წლის დადგომას შოუბიზნესის ვასკვლავების გალა კონცერტით, ლაზერ შოუთი, გრანდიოზული ფეიერვერკითა და მასშტაბური 3D ვიდეო პროექციით შეხვდებიან.
ღონისძიებები ევროპის მოედანზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის ორგანიზებით ჩატარდება.
პროგრამა
25 დეკემბერი
12:00-00:00
ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება
სანტაკლაუსის კარნავალი
საფესტივალო სოფლის გახსნა
კონცერტი
26-30 დეკემბერი
12:00-19:00
სანტაკლაუსის კარნავალი
დრამერები
საბავშვო კონცერტები
ბათუმელი ბენდები
Asea Sool
Groove Phoenics
Sound Lab
Four Seasons
Strawberry Fields
Geoplanet
31 დეკემბერი
19:00- 03:00
საახალწლო გალა კონცერტი
სოფო ხალვაში, ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, გიორგი სუხიტაშვილი, მაია ჯაბუა, სოფო გელოვანი, ნიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, მაკა ზამბახიძე, ანსამბლი „ბათუმი“, Melomaniak, ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი, DJ.
3D ვიდეო პროექცია, ლაზერ შოუ
1 იანვარი
17:00- 00:00
პროგრამა
DJ Ako Von Unten
Young Georgian Lolitaz
Salio
Green Room და დათო ლომიძე
საჩუქრები
კონკურსები
2 იანვარი
13:00 – 00:00
პროგრამა
DJ - Vako T
Gabunia
Lasha Craft
არა
Mellow
the Bearfox
საჩუქრები
კონკურსები
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















