დავით ნარმანია სმენადაქვეითებულთა ანსამბლ „ლილეს“ წევრებს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 16:27 | 06.12.2016 ნანახია: 1979
თბილისის მერი დავით ნარმანია ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში გამარჯვებული ანსამბლ„ლილეს“ წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა თანადგომის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდნენ.
სმენადაქვეითებულთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლილე“, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ესპანეთში გამართული ხელოვნების საერთშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელია.
ანსამბლი „ლილე“ ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარიში გამართულკონკურსზე ,,მზედაზღვა” თბილისის მერიის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალთა თანადგომის” ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრა. პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე სახელმწიფოს ზრუნვისა და ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
ფესტივალი ესპანური კომპანია “ფიესტალონია მილენიოს” ორგანიზებით ჩატარდა და მასში მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის წარმომადგენელი სამუსიკო გუნდები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე სტუმრებმა თბილისის მერსა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და მათ ფესტივალის ესპანელი ორგანიზატორების მადლობის სიგელები გადასცეს.
დავით ნარმანიამ ანსამბლის წევრებს წარმატება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაშიც მხარდაჭერა აღუთქვა.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ნიჭის და უნარების რეალიზების მხარდასაჭერად ჩვენ ბევრს ვმუშაობთ. რამდენიმე სპეციალური პროგრამა ბიუჯეტში გავითვალისწინეთ იმისათვის, რომ ამ ადამიანების ხმა და ნიჭი სათანადოდ ისმოდეს. მიხარია, რომ ჩვენმა მხარდაჭერამ ნაყოფი გამოიღო და ანსამბლმა საერთაშორისო მასშტაბით წარმატება მოიპოვა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















