გაბრიელ შულცი: ჰიდროელექტროსადგურების პროექტებისათვის 100 მლნ დოლარი გვაქვს გამოყოფილი
საქართველო, თბილისი - 18:01 | 22.10.2015 ნანახია: 2159
აბრეშუმის გზის ფორუმს არაერთი გამორჩეული სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის „შულც გლობალ ინვესთმენთის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გაბრიელ შულციც. როგორ დააბანდებს 100 მილიონ დოლარიან ინვესტიციას მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურებში ამერიკული საინვესტიციო კომპანია, რომელიც მსოფლიოს განვითარებად ბაზრებზეა ორიენტირებული? ამ და სხვა კითხვებზე გაბრიელ შულცი „ბიზნესკონტაქტს“ პასუხობს
- „შულც გლობალმა“ უკვე გამოხატა საკუთარი ინტერესი ქართული ბაზრის მიმართ. კონკრეტულად რა გეგმები გაქვთ და რატომ დაინტერესდით საქართველოში შემოსვლით?
- ჩვენ კერძო ინვესტიციების ფონდი ვართ და ინვესტიციებს ვახორციელებთ სხვადასხვა სექტორის კერძო პროექტებში. ამას არაერთ ქვეყანაში ვაკეთებთ. მათ შორის ავირჩიეთ საქართველოც. ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ დავინახეთ რაოდენ დიდი აუთვისებელი პოტენციალია ქვეყანაში და ჩემი პერსონალური მოსაზრებით, დასავლეთში ამის შესახებ ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის. მაგალითად, გეოპოლიტიკური რისკები ხშირად გადაფარავს ხოლმე იმ ყველაფერს, რისი შეთავაზებაც საქართველოს შეუძლია ინვესტორებისთვის. ჩვენ არ მივაქციეთ ყურადღება საგაზეთო სათაურებს და გადავწყვიტეთ, რომ რისკი არც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორიც ჩანს. შემდეგ დავფიქრდით სექტორებზე, ძალიან დიდხანს და გულდასმით ვაფასებდით ბაზარს და მივედით დასკვნამდე, რომ ინვესტირების საუკეთესო შესაძლებლობა ჰიდროენერგეტიკაშია. ეს საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან მე პირადად ძალიან მაცდუნებდა სხვა სექტორებიც, მაგალითად სასტუმროების ბაზარი, რადგან მგონია, რომ ქვეყანას ტურიზმის ზრდის უდიდესი პოტენციალი აქვს. ეს მაფიქრებინებს, რომ სამომავლოდ სხვა სექტორებში ინვესტირებაზეც გადავალთ, მაგრამ დღეს ფოკუსირებულები ვართ ჰიდროენრეგეტიკაზე: მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების პროექტებისათვის გამოყოფილი გვაქვს 100 მილიონი დოლარი, რომლითაც არაერთი პროექტის სააქციო კაპიტალში შევალთ. ახლა კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ, თუმცა ამ წლის ბოლოსთვის უკვე განვაცხადებთ პირველი ინვესტიციის შესახებ.
- ანუ ბაზარზე მოთხოვნა არსებობს?
- ნამდვილად. ქართულ ბაზარზე არის სესხის მიღების შესაძლებლობა, თუმცა ნაკლებია რესურსი წილობრივი კაპიტალისთვის. ბევრ დეველოპერს არ აქვს წვდომა ასეთ კაპიტალზე და სწორედ აქ არის ჩვენი როლი. ჩვენ ვთავაზობთ კაპიტალის იმ ნაწილს, რაც დეველოპერს აკლია, რის სანაცვლოდაც პროექტიდან შესაბამის წილს ვიღებთ. ეს ჩვენთვისაც მომგებიანია და დეველოპერისთვისაც.
- როგორც წესი, რა წილობრივი მონაწილეობით შედიხართ ბიზნესპროექტში და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, რომ თქვენ მასში ინვესტირებით დაინტერესდეთ?
- წილი, რომელსაც ჩვენ ჩვენი კაპიტალის სანაცვლოდ ვიღებთ, პროექტის მიხედვით განსხვავდება და დამოკიდებულია თავად კაპიტალის ოდენობაზე. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ რამდენად განვითარებულია პროექტი: რაც უფრო საწყის ეტაპზეა ის, ცხადია რისკი მეტია და პირიქით. თითოეული პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკება უნიკალურია და ცხადია, ორივე მხარე აყენებს მისთვის მომგებიან პირობებს.
- და რა ხდება შემდეგ, როდესაც ბიზნესი უკვე განვითარებულია? როგორ ასხვისებთ საკუთარ წილს?
- ცხადია არ ვაპირებთ სამუდამოდ გვქონდეს წილი ქართულ ჰიდროენერგეტიკაში. ჩვენი მიზანია, სექტორი გაიზარდოს და ამ ზრდის შედეგად ჩვენ მოგება ვნახოთ. მე მიყვარს საქართველო, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მინდა ჩემს შვილებს ამ ქვეყნის ჰიდროენერგეტიკაში გარკვეული წილი დავუტოვო. მას შემდეგ, რაც შევხედავთ, რომ პროექტი სტაბილურია და გარკვეული მოგება მოაქვს, ჩვენს წილს გავყიდით. ზოგადად, რთულია გაყიდო მცირე პროექტი, მაგრამ უფრო ადვილია გაყიდო პროექტების პაკეტი და ეს არის ჩვენი მნიშნველოვანი უპირატესობა, რაც სასარგებლოა ჩვენი პარტნიორებისთვისთვისაც. მაგალითად, თუ გვაქვს წილი 10-მდე პროექტში, შევქმნით პაკეტს, რომლის გაყიდვა ბევრად უფრო მომგებიანი იქენება და კომპანიის წილიდან გასვლის მეტ ვარიანტებს მოგვცემს: მყიდველი შეიძლება იყოს საპენსიო ფონდი, ინფრასტრუქტურული ფონდი ან სულაც მსხვილი მოთამაშე ენერგობაზარზე.
- როგორ მოგწონთ ქართული კომპანიების განვითარების დონე, რამდენად კმაყოფილი ხართ მათთან საქმიანი ურთიერთობით?
- საქართველოში კომპანიებს ჰიდროელექტროსადგურების განვითარების დიდი გამოცდილება არ აქვთ. პროექტის განხორციელების სურვილი ბევრს აქვს, თუმცა შესაძლებლობა და შესაბამისი უნარები - ნაკლებს.
- მაგალითად, 100-დან რამდენ პროცენტს აქვს ეს უნარები?
- მე ვიტყოდი მხოლოდ 25-35 პროცენტს. მხოლოდ ამ რაოდენობას აქვს პროექტების განხორციელების შესაძლებლობა და გამოცდილება. გულწრფელი რომ ვიყო, სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს ყველაზე დიდ დაბრკოლებას.
-როგორ მობილიზდება კაპიტალი თქვენს ფონდში?
- ჩვენ ვმართავთ ფონდებს სხვადასხვა ქვეყანაში, რომელშიც კაპიტალი ნაწილობრივ ჩემს ოჯახს ეკუთვნის, ნაწილობრივ სხვადასხვა ტიპის ინვესტორებს. მაგალითად საქართველოსთვის გამოყოფილ ფონდში ნაწილობრივ ევროპის საინვესტიციო ბანკი მონაწილეობს. საბოლოოდ, ეს თანხები თავს იყრის ერთ ფონდში, რომელსაც ჩვენ ვმართავთ, ვთავაზობთ ინვესტორებს საინვესტიციო შესაძლებლობებს და შემდეგ ვახორციელებთ ინვესტიციებს, ამდენად მათი ჩართულობა პროცესში მინიმალურია.
- ოჯახთან დაკავშირებით აშკარად გაგიმართლათ, როგორ დაიწყო თქვენი ოჯახური ბიზნესი?
- სხვათა შორის ჩემმა წინაპარმა ოქროს მომპოვებელი სამუშაოებით დაიწყო, საკმაოდ დიდი კომპანია შექმნა, რომლის აქციები მერე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეც განთავსდა, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ დღეს ამ ბიზნესში ახლა უკვე არანაირი კომპეტენცია აღარ გვაქვს და ბოლო ორი თაობა რეალურად ოჯახის კაპიტალის მომგებიანად დაბანდებით იყო დაკავებული. ოჯახური კაპიტალი მოქნილობის საშუალებას გვაძლევს. მაგალითად, ქართულ ბაზარზე შემოსვლისას, ვიცით რომ ჩვენს ფულს ვაბანდებთ და დიდად არ გვაღელვებს, მოვახერხებთ თუ არა სხვა ინვესტორების დარწმუნებას იგივეს გაკეთებაში. სწორედ ამ მოქნილობის წყალობით ვითვისებთ აუთვისებელ ბაზრებს და ერთი ნაბიჯით წინ ვართ სხვა ინვესტორებთან შედარებით.
„ბიზნესკონტაქტი“ ანა ცხოვრებოვა
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















