დღეს, თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართება
საქართველო, თბილისი - 09:10 | 24.11.2016 ნანახია: 2031
24 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმროში ''Rooms Hotel Tbilisi'' (დარბაზი - Master Room), თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართება.
ფესტივალი 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.
თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს პოლიტიკას ეძღვნება. პოლიტიკური კინოსადმი მიძღვნილი სექცია “Bios Politikos”(პოლიტიკური ცხოვრება) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ 10 დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმს აერთიანებს. თითოეული მათგანი არსებულ გლობალურ და ლოკალურ დაძაბულობებს, პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიურობას, პოლიტიკის მომიჯნავე სფეროებთან ურთიერთობის სირთულეებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხს ეხმიანება.
28 ნოემბერს 19:00 საათზე კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი ცნობილი გერმანელი რეჟისორის მარგარეტე ფონ ტროტას ფილმის „როზა ლუქსემბურგის“ ჩვენებით გაიხსნება.
თბილისის კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობს ევროპელი კინორეჟისორების 10 სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ან მეორე მხატვრული ფილმი. ტრადიციულად საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისურა ვერცხლის პრომეთეებით დაჯილდოვდებიან.
საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს. ჟიურის თავმჯდომარე საფრანგეთში მცხოვრები კანადელი მსახიობი და ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ალექსანდრა სტიუარტია. ჟიურის წევრები იქნებიან ასევე - გერმანელი პროდიუსერი პეტერ რომელი, იტალიელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მწერალი დავიდე ფერარიო, შვედი კინოკრიტიკოსი ევა აფ გეიერსტამი და ქართველი კინოპროდიუსერი გია ბაზღაძე.
წელს მეოთხედ გაიმართება ეროვნული კონკურსი, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება და მასში წინა წლებისგან განსხვავებით, სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები მიიღებენ მონაწილეობს. შესაბამისად, გამარჯვებულები 3 ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ჟიურის წევრები კი გერმანელი კინომცოდნე და კრიტიკოსი ულრიხ და ერიკა გრეგორები და საფრანგეთში მცხოვრები ამერიკელი კინოკრიტიკოსები ლისა ნესელსონი და გლენ მირენი იქნებიან.
თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალს 3 დეკემბერს 19:00 საათზე ირანელი რეჟისორის აბას კიაროსტამის ბოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „წამიყვანე სახლში“ დახურავს.
ფესტივალის გენერალური სპონსორია აჭარანეტი. ქართულ პანორამას წარმოადგენს „პაშა ბანკი“. პოლიტიკის სექციის მხარდამჭერია ფონდი ღია საზოგადოება საქართველო. ფესტივალის ოფიციალური მასპინძელია სასტუმრო „რუმს თბილისი“.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















